თუ საქონელი ან მომსახურება ნაყიდი გვაქვს განვადებით, ან თანხას ვხდით ნაწილ-ნაწილ, შესაძლებელია შესყიდვის ხელშეკრულების პროგრამაში დამატება
1. შევდივართ განყოფილებაში შესყიდვები
2. ვირჩევთ შესყიდვის ხელშეკრულება
3. ველში თარიღი ვუთითებთ ყიდვის თარიღს
4. ველში დამთ. თარიღი ვუთითებთ გადახდის დასრულების თარიღს
5. ველი შინაარსი ივსება ავტომატურად, ნუმერაციის მიხედვით
6. ველში მომწოდებელი ვირჩევთ შესაბამის მომწოდებელს
7. ველში თანხა ვუთითებთ შესყიდვის თანხას
8. გადახდის დღის შეხსენებისთვის შესაძლებელია ალმით მოვნიშნოთ ველი შეხსენება
9. გადავდივართ მენიუში სია
10. ვაჭერთ ღილაკს დამატება
11. ვამატებთ შეძენილ საქონელს ან მომსახურებას
12. გადავდივართ მენიუში გადახდები
შენიშვნა: გადახდები შეიძლება განვახორციელოთ, როგორც მოქნილი, ასევე კონკრეტული გრაფიკით
13. ვაჭერთ ღილაკს დამატება
14. ვავსებთ მოცემულ ველებს
15. ვაჭერთ ღილაკს შენახვა
ამ მეთოდს იყენებენ არათანაბარი გადახდების შემთხვევაში
16. თუ დავაჭერთ ღილაკს გენერაცია პროგრამა წამოიღებს გადასახდელ თანხას
17. მოცემული ველების შევსებით, შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი გადახდების გრაფიკის შექმნა
18. გრაფიკის შესანახად, ვაჭერთ ღილაკს გენერაცია
19. დამატებითი მონაცემების დასამატებლად შევდივართ მენიუში ოპერაციები
20. ვირჩევთ დამატებითი პარამეტრები
21. ვაჭერთ ღილაკს დამატება
22. ვავსებთ ველს დასახელება
23. ვრთავთ ალამს ველში გამოჩნდეს ცხრილში და ვაჭერთ ღილაკს შენახვა
24. ხელშეკრულების შესანახად ვაჭერთ ღილაკს შენახვა