1. შევდივართ განყოფილებაში შესყიდვები
2. ვირჩევთ საქონლის შესყიდვა
3. ვაჭერთ ღილაკს RS.ge
4. ვირჩევთ ჩამოტვირთვა
5. ველში პერიოდი ვირჩევთ შესაბამის პერიოდს და ვაჭერთ ღილაკს განახლება
შენიშვნა: საქონლის ძებნა შესაძლებელია საკვანძო სიტყვისა და კატეგორიის ფილტრაციით
6. ვირჩევთ შესაბამის ზედნადებს და ვაჭერთ ღილაკს არჩევა
7. თუ საქონელი ან საქონლის სია მწვანე ფერით არის აღნიშნული, ესე იგი საქონელი უკვე დამატებულია პროგრამაში
8. ვაჭერთ ღილაკს არჩევა და შემდეგ, ღილაკს შენახვა
9. თუ საქონელი ან საქონლის სია წითელი ფერით არის აღნიშნული, ესე იგი საქონელი ახალია და არ არის პროგრამაში დამატებული ან კოდით განსხვავდება წინამორბედისგან
10. ვაჭერთ ღილაკს დამატება, ვირჩევთ საქონლის ქვე-ჯგუფს და შესყიდვის საზომ ერთეულს
შენიშვნა: თუ შესყიდული და გასაყიდი საზომი ერთეული განსხვავებულია, გადავდივართ მენიუში ერთეულები და ღილაკით დამატება საქონელს ვშლით სასურველ ერთეულებად, ვაჭერთ ღილაკს შენახვა
11. ვაჭერთ ღილაკს განახლება
12. ვაჭერთ ღილაკს არჩევა
13. შესყიდვის შესანახად ვაჭერთ ღილაკს შენახვა