იმისთვის, რომ არ დაგვავიწყდეს გადასახადის, სესხის გადახდის ან თუნდაც ვინმეს დაბადების დღე, შეგვიძლია გამოვიყენოთ FINA-ს ფუნქცია შემხსენებლები
1. შევდივართ განყოფილებაში ცნობარები
2. ვირჩევთ შემხსენებლები
3. ვაჭერთ ღილაკს დამატება
4. ველში დასახელება ვუთითებთ შესაბამის დასახელებას
5. ველში თარიღი ვუთითებთ შესაბამის თარიღს
6. ველში ტიპი ვირჩევთ განმეორების ტიპს
7. ველში დროით ადრე ვუთითებთ რამდენი წუთით, საათით, დღით ადრე გვინდა შეხსენება
8. ველში განმეორება ვუთითებთ რამდენ წუთში, საათში, დღეში ერთხელ გვინდა, რომ შეხსენება განმეორდეს
9. ველში შინაარსი ვუთითებთ შემხსენებლის შინაარსს
10. თუ ველში გამოუჩნდეს ყველას მოვნიშნავთ ალამს, შემხსენებელი გამოუჩნდება ყველა მომხმარებელს
11. ვაჭერთ ღილაკს შენახვა