ქვე-კოდების სისტემა გამოიყენება ერთი და იგივე დასახელების, მაგრამ განსხვავებული პარამეტრების მქონე საქონლის დიფერენციაციისათვის, მაგალითად იმ შემთხვევაში თუ საქონელი არსებობს სხვადასხვა: ფერის, ზომის, ვადის ან სერიული ნომრის.

 

ვე-კოდების სისტემის აქტივაცია

ქვე-კოდების მუხლების გაწყობა

ქვე-კოდების მინიჭება სასაქონლო სიის პოზიციებისათვის

 

 

ქვე-კოდების სისტემის აქტივაცია

 

პროგრამაში ავტომატურად არ გახლავთ ქვე-კოდების სისტემა აქტივირებული და მისი ჩართვისათვის:

  1. ვხსნით პროგრამა FINA-ს;
  2. ღილაკებზე Ctrl+P  დაჭერით ვხსნით ფანჯარას პარამეტრების კონფიგურატორი;
  3. ვააქტიურებთ უჯრას ქვე-კოდები;
  4. ვაჭერთ ღილაკს შენახვა;

სასაქონლო სიაში არსებულ პროდუქციას, აგრეთვე ახალ დამატებულ პროდუქციას ავტომატურად გამოუჩნდება ქვე-კოდების ნაწილი.

 

 

ქვე-კოდების დამატება

 

ქვე-კოდების სისტემის გააქტიურების შემდეგ, შესაძლებელია დავამატოთ და გამოვიყენოთ ჩვენთვის სასურველი ქვე-კოდები

  1. გადავდივართ ნაწილში პარამეტრები;
  2. ვირჩევთ ნაწილს კონფიგურატორი;
  3. გადავდივართ ნაწილზე ქვე-კოდები;
  4. + ღილაკზე დაწკაპუნებით ვამატებთ ახალ ქვე-კოდებს;
  5. ვაჭერთ ღილაკს შენახვა;

 

 

ქვე-კოდების მინიჭება სასაქონლო სიის პოზიციებისათვის

 

ქვე-კოდების სისტემის გააქტიურების და კონფიგურატორიდან მათი სახეობების დამატების შემდეგ, საჭიროა კონკრეტული სასაქონლო პოზიციებთან ქვე-კოდების დაკავშირება. ქვე-კოდების სახეობების გაწერა შესაძლებელია როგორც, ასევე საქონლის გაყიდვის ან მიღების ოპერაციების  განხორციელებამდე. ასევე უშუალოდ შესყიდვის/გაყიდვის ოპერაციის გატარებისას, ახალი ქვე-კოდის დამატება.

  1. გადავდივართ განყოფილებაში ცნობარები;
  2. ნაწილიდან ძირითადი ვირჩევთ ჩანართს სასაქონლო სია;
  3. ვდგებით შესაბამის სასაქონლო პოზიციაზე და ღილაკზე რედაქტრირება დაწკაპუნებით ვხსნით;
  4. გადავდივართ განყოფილებაში ქვე-კოდები;
  5. ვაჭერ ღილაკს დამატება და ვავსებთ გამოსულ ფანჯარაში შესაბამის ველს;
  6. ვაჭერთ ღილაკს შენახვა;
  7. სასაქონლო სიის ძირითად ფანჯარაშიც ვაჭერთ ღილაკს შენახვა;

სასაქონლო სიაში არსებულ პროდუქციას შეგვიძლია მივანიჭოთ სასურველი განმასხვავებელი პარამეტრები. სასაქონლო სიაში პროდუქციის ძებნისას, რომელსაც მინიჭებული აქვს ქვე-კოდები გამოგვიჩნდება ერთ პოზიციად, ხოლო რეალიზაციის ან შესყიდვის განხორციელებისას, იგივე საქონლი ჩაიშლება მინიჭებული ქვე-კოდების მიხედვით, საქონელს თითოეული ქვე-კოდის მიხედვით ექნება ინდივიდუალური ნაშთი