ფასდაკლებებისა და დაგროვების ბარათების სისტემა გამოიყენება იმისათვის, რომ შეძლოთ სხვადსხვა სახის ბარათების მიღება,გაცემა, ფილიალებს შორის გადატანა და გაცემული ბარათების აღრიცხვა.
ბარათების სისტემის გააქტიურება
ბარათების მიღება და ფილიალებს შორის გადატანა
ბარათების მიღება
ბარათების გადატანა
ბარათების გაცემა
ფასდაკლებების გაწყობა ფასდაკლებების ბარათის გასაცემად
ბარათის მფლობელის პირადი ინფორმაციის გამოჩენა
დაგროვების ბარათზე ქულების დარიცხვის სისტემის გაწყობა
დაგროვების ბარათზე ბონუს ქულების ავტომატური გამოთვლის სისტემის გამართვა
გარე კავშირი
ბარათების სისტემის გააქტიურება
თუ პროგრამაში არ ჩანს ბარათების ნაწილი, მისი გააქტიურებისათვის:
- გადავდივართ განყოფილებაში პარამეტრები;
- გადავდივართ ჩანართზე ბარათების სერვისი;
- ვნიშნავთ ველს დაგროვების ბარათები;
- ვაჭერთ ღილაკს შენახვა;
პროგრამის გადატვირთვის შემდეგ ავტომატურად გამოჩნდება ბარათების ნაწილი.
ბარათების მიღება და ფილიალებს შორის გადატანა
იმისათვის რომ შეძლოთ დაგროვებისა და ფასდაკლებების ბარათების სათავო ოფისში მიღება და შემდეგ სხვა ფილიალებში გადანაწილება, აუცილებელია პარამეტრების ნაწილში გააქტრიურებული გვქონდეს ბარათების შესყიდვის ველი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბარათების ნაწილში გამოჩნდება მხოლოდ ბარათების გაცემის ოპერაცია.
- გადავდივართ განყოფილებაში პარამეტრები;
- გადავდივართ ჩანართზე ბარათების სერვისი;
- ვააქტიურებთ ველს ბარათების შესყიდვა;
- ვაჭერთ ღილაკს შენახვა;
ბარათების მიღება
ბარათების მიღების ფუნქცია გამოიყენება იმისათვის, რომ შეძლოთ დაგროვებისა და ფასდაკლებების ბარათების მიღების ოპერაციის ასახვა პროგრამაში. იმისათვის რომ შეძლოთ დაგროვებისა და ფასდაკლების ბარათების გაცემა, პროგრამაში წინასწარ უნდა გქონდეთ გაწყობილი ბარათები.
- გადავდივართ განყოფილებაში ბარათები;
- ვირჩევთ ბარათების მიღებას;
- ველში მაღაზია ვნიშნავთ იმ ობიექტს, სადაც ხდება ფასდაკლების ბარათების მიღება;
- ველში სახეობა ვუთითებთ მიღებული ბარათების ტიპს;
- მარცხენა ქვედა კუთხეში + ღილაკზე დაწკაპუნებით ვუთითებთ მიღებული ბარათის კოდს;
- ვაჭერთ ღილაკს შენახვა;
შესაძლებელია ინფორმაციის დამუშავებული ექსელის ფაილით დაიმპორტებაც;
ბარათების გადატანა
ბარათების გადატანის ფუნქცია გამოიყენება იმისათვის, რომ შევძლოთ დაგროვებისა და ფასდაკლებების ბარათების გადანაწილება ფილიალებს შორის.
- შევდივართ განყოფილებაში ბარათები;
- ვირჩევთ ოპერაციას ბარათების გადატანა;
- ველში მაღაზიიდან ვუთითებთ იმ მაღაზიას, რომლიდანაც ხდება ბარათის გადატანა;
- ველში მაღაზიაში ვუთითებთ იმ მაღაზიას, სადაც ხდება ბარათის გადატანა;
- ველში სახეობა ვუთითებთ ბარათის ტიპს;
- მარცხენა ქვედა კუთხეში + ღილაკზე დაწკაპუნებით ვუთითებთ გადასატანი ბარათის კოდს;
- ვაჭერთ ღილაკს შენახვა;
შესაძლებელია ინფორმაციის ექსელით დამუშავებული ფაილით შეტანაც;
ბარათების გაცემა
ბარათების გაცემის ფუნქცია გამოიყენება იმისათვის, რომ შევძლოთ ამა თუ იმ კონტრაგენტზე დაგროვების ან ფასდაკლების ბარათის გაცემის ოპერაციის პროგრამაში ასახვა.
- შევდივართ განყოფილებაში ბარათები;
- გადავდივართ ნაწილში ოპერაციები და ვირჩევთ ბრძანებას ბარათების გაცემა;
- ველში თარიღი ვუთითებთ ბარათის გაცემის თარიღი;
- ველში მყიდველი ვუთითებთ შესაბამის მყიდველს. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, მყიდველის ველის გასწვრივ არსებულ + ღილაკზე დაწკაპუნებით ვამატებთ ახალს;
- ველში ბარათის კოდი ვუთითებთ გასაცემი ბარათის კოდს;
- ველში მაღაზია ვუთითებთ შესაბამის მაღაზიას, საწყობს, ბორტს და ა.შ.
- ველში ბარათის ტიპი: დაგროვება, ფასდაკლება%, ფასდაკლება პროდუქციაზე, ფასდაკლების კუპონი, ფასის ტიპი, ორგანიზაციის ბარათები;
- ვაჭერთ ღილაკს შენახვა;
შენიშვნა: ფასდაკლების ბარათის ან ფასდაკლების კუპონის გაცემისას აუცილებელია ცნობარებში წინასწარ გქონდეთ გაწყობილი ფასდაკლებები.
ფასდაკლებების გაწყობა ფასდაკლებების ბარათის გასაცემად
- გადავდივართ ნაწილში ცნობარები;
- ნაწილში დამატებითი ვირჩევთ ოპერაციას ფასდაკლებები;
- ველში პროცენტი ვუთითებთ გათვალისწინებულ ფასდაკლების განაკვეთს;
- ველში საწყისი რაოდენობა ვუთითებთ მინიმალურ თანხას, რომლიდანაც ვრცელდება ფასდაკლება;
- ველში საბოლოო რაოდენობა ვუთითებთ მაქსიმალურ თანხას, რომლამდეც ვრცელდება ფასდაკლება;
- ვაჭერთ ღილაკს შენახვა;
ბარათის მფლობელის პირადი ინფორმაციის გამოჩენა
ფასდაკლებებისა და დაგროვების ბარათის გაცემისას, მყიდველის ველში ეთითება ეს თუ ისე მყიდველი კონტრაგენტების მყიდველების ქვე-ჯგუფიდან. იმისათვის რომ დამატებით გამოჩნდეს კონკრეტული ბარათის მფლობელის პირადი ინფორმაცია:
- გადავდივართ განყოფილებაში პარამეტრები;
- გადავდივართ ჩანართში ბარათების სერვისი;
- ვააქტიურებთ ველს პირადი პირადი ინფორმაცია;
- ვაჭერთ ღილაკს შენახვა;
დაგროვების ბარათზე ქულების დარიცხვის სისტემის გაწყობა
ფუნქცია გამოიყენება გამოიყენება ყოველ დახარჯულ ლარზე დაგროვილი ქულების პროპორციების გაწერის საშუალებას.
- გადავდივართ განყოფილებაში პარამეტრები;
- გადავდივართ ჩანართზე დაგროვების ბარათები;
- ველში ბონუს ქულები ვუთითებთ ქულების იმ რაოდენობას, რომელიც ბარათის მფლობელს დარეცხება ყოველ 1 ლარზე;
- ველში გატარებული ოპერაცია, ვუთითებთ ოპერაციის სახეობას რომელზეც ვრცელდება ფასდაკლება;
- ვაჭერთ ღილაკს შენახვა;
დაგროვების ბარათზე ბონუს ქულების ავტომატური გამოთვლის სისტემის გამართვა
ფუნქცია გამოიყენება იმისათვის, რომ მოხდეს დაგროვების ბარათზე ყოველ დახარჯულ ლარზე დარიცხული ქულების ავტომატური გამოთვლა.
- გადავდივართ განყოფილებაში პარამეტრები;
- გადავდივართ ჩანართზე დაგროვების ბარათები;
- ვააქტიურებთ ველს ქულების ავტომატური გამოთვლა;
- ვაჭერთ ღილაკს შენახვა;
გარე კავშირი
ფუნქცია გამოიყენება იმისათვის, რომ უზრნველყოფილი იქნეს კავშირი შიდა და გარე დაგროვების სისტემებს შორის:
- გადავდივართ განყოფილებაში პარამეტრები;
- გადავდივართ ჩანართზე დაგროვების ბარათები;
- ვააქტიურებთ ველს გარე კავშირი;
- ვაჭერთ ღილაკს შენახვა;