საქონლის სახელები გამოიყენება RS.ge-დან ჩამოტვირთვის დროს იმ შემთხვევაში როდესაც RS.გე-ზე საქონელი წარმოდგენილია განსხვავებული დასახელებით ან განსხვავებული საზომი ერთეულებით.

ავტომატური ჩამოტვირთვის მიზნით ხორციელდება საქონლის სახელების და საზომი ერთეულების გაწყობა, რის შედეგად მარტივდება ზედნადების ჩამოტვირთვის პროცესი

ქვემოთ წარმოდგენილია განსხვავებული შემთხვევები შესაბამისი განმარტებებით

 

1. RS.ge და FINA დასახელებები და ძირითადი საზომი ერთეულები ემთხვევა

მაგალითი: „არაჟანი“ შემოდის „ცალი“ საზომი ერთეულით, და იყიდება იგივე დასახელებით და საზომი ერთეულით

მითითება: საქონელს დასახელებაში ვუთითებთ „არაჟანი“ და საზომ ერთეულად ვირჩევთ „ცალი“

შედეგად: პროგრამა სახელების გაწყობის გარეშე ჩამოტვირთავას არსებული დასახელების საქონელზე

2. RS.ge და FINA დასახელებები ემთხვევა, მაგრამ ძირითადი საზომი ერთეულები არ ემთხვევა

მაგალითი: „ლიმონათი“ შემოდის „ყუთი“ ერთეულით, მაგრამ ჩვენი ძირითადი გასაყიდი ერთეული არის „ცალი“

მითითება: საქონლის „ლიმონათი“ საზომი ერთეულებში ვამატებთ RS.ge ზე მითითებულ საზომ ერთეულს „ყუთი“ შესაბამისი გადაყვანის კოეფიციენტით. (1 ყუთი = 20 ცალი)

შედეგად: პროგრამა ჩამოტვირთავს საქონელს ყუთის ერთეულით.

3. RS.ge და FINA დასახელებები არ ემთხვევა და საზომი ერთეულები ემთხვევა

მაგალითი: ზეთი შემოდის დასახელებით „ზეთი მზიური“ და „ცალი“ ერთეულით, და იყიდება ან ჩამოიწერება დასახელებით „ზეთი“ და საზომი ერთეული „ცალი“-ით

მითითება: საქონლის სახელების ცხრილში ვამატებთ ჩანაწერს და ვუთითებთ დასახელებას „ზეთი მზიური“

შედეგად: პროგრამა მოძებნის ისეთ საქონელს, რომელსაც სახელებში არის წარმოდგენილი „ზეთი მზიური“ და ჩამოტვირთავს როგორც საქონელი „ზეთი“ და გამოიყნეებს ძირითად საზომ ერთეულს

4. RS.ge და FINA დასახელებები არ ემთხვევა და ძირითადი საზომი ერთეულებიც არ ემთხვევა

მაგალითი: მარილი შემოდის დასახელებით „მარილი დამუშავებული“ და „ცალი“ ერთეულით, და ჩამოწერა ხდება დასახელებით „მარილი“ და საზომი ერთეულით „გრამი“

მითითება: საქონლის სახელების ცხრილში ვამატებთ ჩანაწერს და ვუთითებთ დასახელებას „მარილი დამუშავებული“. საქონლის საზომი ერთეულებში ვამატებთ საზომ ერთეულს „ცალი“და ვუთითებთ კოეფიციენტს.  (1 ცალი = 500 გრ)

შედეგად: პროგრამა მოძებნის ისეთ საქონელს, რომელსაც სახელებში არის წარმოდგენილი „მარილი დამუშავებული“ და ჩამოტვირთავს როგორც საქონელი „მარილი“ და გამოიყენებს მითითებულ საზომ ერთეულს ცალი (რომელიც წარმოდგენილია როგორც 1 ცალი = 500 გრ)

5. RS.ge საზომი ერთეულის დასახელება ემთხვევა, მაგრამ ფაქტობრივად არის განსხვავებული ერთეულები

მაგალითი: პამპერსი  შემოდის საზომი ერთეულით „ცალი“, მაგრამ  წარმოადგენს შეკვრას, და ჩვენთან იყიდება რეალურად ცალობით.

მითითება: საქონლის სახელების ცხრილში ვამატებთ ჩანაწერს და ვუთითებთ დასახელებას „პამპერსი“, და საზომ ერთეულს ვუთითებთ „შეკვრას“ (სახელის ფანჯრაში). საქონლის საზომი ერთეულებში ვამატებთ საზომ ერთეულს „შეკვრა“და ვუთითებთ კოეფიციენტს.  (1 შეკვრა = 20 ცალი)

შედეგად: პროგრამა მოძებნის ისეთ საქონელს, რომელსაც სახელებში აქვს „პამპერსი“, არ მიქცევს ყურადღებას RS.ge ზე მითითებულ საზომ ერთეულს „ცალი“ და გამოიყენებს სახელებში მითითებულ საზომ ერთეულს „შეკვრა“-ს, რომელიც ასევე არის გაწყობილი ერთეულებში კოეფიციენტით 1 შეკვრა = 20 ცალი.

6. RS.ge-ზე საქონელი შემოდის ერთი და იგივე დასახელებით სხვადასხვა მომწოდებლისგან

მაგალითი: პური დასახელებით შემოდის A და B მომწოდებლებისგან და ჩვენთან იყიდება სხვადასხვა კოდებით  - 101 და 102.

მითითება: ვქმნით ორ განსხვავებულ საქონელს 101 და 102 კოდებით. საქონელი 101-ის სახელების ცხრილში ვამატებთ ჩანაწერს და ვუთითებთ დასახელებაში „პური“, და მომწოდებლის ველში ვირჩევთ „კომპანია A“ (სახელის ფანჯრაში). და 102 საქონლის სახელების ცხრილში ვამატებთ ჩანაწერს და ვუთითებთ დასახელებაში „პური“, და მომწოდებლის ველში „კომპანია B“ (სახელის ფანჯრაში).

შენიშვნა: განსხვავებული საზომი ერთეულების შემთხვევაში ვიყენებთ 2-5 პუნქტების ალგორითმს

შედეგად: თუ შემოვიდა პური კომპანია A-დან ჩამოიტვირთება საქონელი 101-ზე, და თუ შემოვიდა პური კომპანია B-დან ჩამოიტვირთება საქონელი 102-ზე.

7. საქონელი შემოდის ერთი და იგივე დასახელებით მაგრამ არის განსხვავებული პროდუქუცია

მაგალითი: ერთი მომწოდებლისგან ერთი და იგივე დასახელებით „ზეთის ხილი“ შემოდის კოდებით 1101 და 1102 და საზომი ერთეულით „ცალი“ ორივე შემთხვევაში, მაგრამ ფაქტობრივად წარმოადგენს განსხვავებულ პროდუქციას.

მითითება: ვქმნით ორ საქონელს კოდები A და B, საზომი ერთეული „ცალი“, და სახელების სიაში ვუთითებთ თითოეულ საქონელს დასახელებაში „ზეთის ხილი“, მაგრამ კოდებში (სახელების ფანჯარაში) ვუთითებთ პირველ საქონელს „1101“, მეორე საქონელს - „1102“.

შენიშვნა: თუ განსხვავებული საქონელი შემოდის ერთი და იგივე კოდით და დასახელებით, ეს ალგორითმი არ იმუშავებს.

შედეგად: თუ შემოვიდა „ზეთი ხილი“ კოდით 1101, მიიღება A საქონელზე, და თუ შემოვიდა კოდით 1102 მიიღება B საქონელზე.

8. საქონელი შემოდის ერთი და იგივე დასახელებით, არის არის განსხვავებული პროდუქცია, და იყიდება ერთ პროდუქტად

მაგალითი: ხიზილალა შემოდის დასახელებით „ხიზილალა“ კოდით 1101 და არის 150 გრამიანი, და ასევე  იგივე დასახელებით შემოდის სხვა პროდუქტი, მაგრამ არის კოდით 1102 და არის 500 გრამიანი. ჩამოწერა კი ხდება სახელით „ხიზილალა“ და საზომი ერთეულით „გრამი“.

მითითება: ცნობარების საზომ ერთეულებში ვამატებთ ორ ახალ საზომ ერთეულს დასახელებით „ცა“ და „ცბ“. ვქმნით ახალ საქონელს „ხიზილალა“ და ძირითად ერთეულად ვაყენებთ „გრამი“. საქონლის სახელების ცხრილში ვამატებთ ჩანაწერს და ვუთითებთ დასახელებას „ხიზილალა“, კოდში ვწერთ „1101“, საზომ ერთეულს ვუთითებთ „ც1“. ვამატებთ მეორე ჩანაწერს სახელით „ხიზილალა“, კოდით „1102“, საზომი ერთეული „ც2“.

საქონლის საზომი ერთეულების სიაში ვამატებთ ორ ჩანაწერეს  (1 ცა = 150 გრამი),  და (1 ცბ = 500 გრ)

შენიშვნა: თუ განსხვავებული საქონელი შემოდის ერთი და იგივე კოდით და დასახელებით, ეს ალგორითმი არ იმუშავებს.

შედეგად: თუ შემოვიდა ხიზილალა კოდით 1101, მიიღება 150 გრამად, და თუ 1102, მიიღება 500 გრამად.