ამ ოპერაციას ვიყენებთ იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის გადატანა ხდება ერთი საწყობიდან მეორე საწყობში და მიმღები საწყობი ადასტურებს შიდა გადაზიდვას

 

გააქტიურება

თანამშრომლების გაწყობა

გადატანა საწყობებს შორის

საქონლის მიღების დადასტურება

 

გააქტიურება

1. ფუნქციის გასააქტიურებლად უნდა დარეკოთ FINA-ს ოფისში

 

თანამშრომლების გაწყობა

1. შევდივართ ცნობარები

2. ვირჩევთ თანამშრომლები

3. ვირჩევთ ერთ თანამშრომელს და მაუსის ორჯერ დაკლიკვით ვხსნით

4. გადავდივართ მენიუში საწყობი და ვამატებთ იმ კონკრეტულ საწყობს, რომელზეც ეს თანამშრომელია მიმაგრებული

5. ანალოგიურად ვირჩევთ მეორე თანამშრომელს და ვუთითებთ სხვა საწყობს

6. გადავდივართ განყოფილებაში მომხმარებლები

7. ვირჩევთ რომელიმე ჯგუფს და ვამატებთ თანამშრომელს

8. ვავსებთ ველებს სახელი, გვარი, შესვლის სახელი, პაროლი შესაბამისი ინფორმაციით

შენიშვნა: ველს შესვლის სახელი ვავსებთ ლათინური ასოებით

9. ველში თანამშრომლები ვუთითებთ ზემოთ მოცემულ თანამშრომელს

10. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

 

გადატანა საწყობებს შორის

1. შევდივართ განყოფილებაში გაყიდვები

2. ვირჩევთ გადატანა საწყობებს შორის

3. ველში საწყობი-დან  ვირჩევთ საწყობს, საიდანაც გადაგვაქვს საქონელი

4. ველში საწყობ-ში ვირჩევთ საწყობს, სადაც გადაგვაქვს საქონელი

5. საქონლის დასამატებლად ვაჭერთ ღილაკს დამატება

6. ვირჩევთ სასურველ საქონელს მაუსის ორჯერ დაკლიკვით

7. სასაქონლო სიაში დამატებულ ახალ სტრიქონში ვუთითებთ საქონლის რაოდენობას

8. მენიუში ზედნადები,  შიდა გადაზიდვისთვის, ვავსებთ აუცილებელ ველებს - დაწყების ადგილი, დამთავრების ადგილი, მძღოლის პირადი ნომერი, მძღოლის სახელი და გვარი, სატრ.საშ.ნომერი

9. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

 

საქონლის მიღების დადასტურება

1. საქონლის მიღების დასადასტურებლად შევდივართ მენიუში ფაილი - მომხმარებლის გადართვა

2. ველებში შესვლის სახელი  და პაროლი ვუთითებთ იმ მომხმარებლის მონაცემებს, რომელმაც უნდა  მიიღოს საქონელი

3. შევდივართ განყოფილებაში გაყიდვები

4. სვეტში ოპერაცია ვეძებთ - საქონლის გადატანა

5. ვირჩევთ და ვხსნით მაუსის ორჯერ დაკლიკვით

6. ზედა პანელში განთავსებულია  ღილაკი შეკვეთის დადასტურება

7. ვაჭერთ ღილაკს და საქონლის გადატანა დადასტურებულია