სალარო აპარატის ჩეკის ამობეჭდვა
სალარო აპარატის მიერთება ხდება მოლარის კომპიუტერიდან, ადმინისტრატორის მომხმარებლით
1. შევდივართ განყოფილებაში ცნობარები
2. ვირჩევთ სალაროები
3. მაუსის ორჯერ დაკლიკვით ვხსნით შესაბამის სალაროს
4. გადავდივართ მენიუში დამატებითი
5. ველში აპარატი ვუთითებთ შესაბამის სალარო აპარატს
შენიშვნა: სალარო აპარატის პროგრამასთან მიერთებამდე, უნდა დაყენდეს სალარო აპარატის დრაივერი; COM პორტის გასაგებად შევდივართ Control Panel - Devices and Printers
6. ველში COM პორტი ვირჩევთ სალაროს შესაბამის პორტს
7. ვაჭერთ ღილაკს შენახვა
სალარო აპარატის ჩეკის ამობეჭდვა
მოლარის პრივილეგიების გაწყობა ხდება ადმინისტრატორის მომხმარებლით
1. შევდივართ განყოფილებაში ცნობარები
2. ვირჩევთ მომხმარებლები
3. ვირჩევთ ჯგუფს მოლარეები
4. მაუსის ორჯერ დაკლიკვით ვხსნით შესაბამის მოლარეს
5. გადავდივართ მენიუში პრივილეგიები
6. ვირჩევთ ჯგუფს მოლარე
7. ველში სალაროს ქვითრის ამობეჭდვა ვირჩევთ ფუნქციას ჯამური
8. ვაჭერთ ღილაკს შენახვა