Excel-ის ფაილის მეშვეობით შესაძლებელია ერთდროულად რამოდენიმე კერძის კალკულაციის იმპორტი
1. შევდივართ განყოფილებაში ცნობარები
2. ვირჩევთ სასაქონლო სია
3. ვაჭერთ ღილაკს Excel და ვირჩევთ კალკულაციების იმპორი
4. ვტვირთავთ წინასწარ გამზადებულ ექსელის ფაილს
5. გაიხსნება ფანჯარა, რომელიც გვიჩვენებს რომელი საქონელი აიტვირთა და რომელი არა
6. ვაჭერთ ღილაკს შენახვა
7. თუ არ ვეთანხმებით ატვირთულ მონაცემებს, ვაჭერთ ღილაკს დახურვა და ატვირთული ინფორმაცია არ შეინახება
აღწერა:
1. პირველ სტრიქონში ვუთითებთ კერძის კოდს, დასახელებას, საზომ ერთეულს (როგორც სრულს, ასევე მოკლე დასახელებას. მაგ: „კგ“), კერძის ფასს და კერძის იმ ჯგუფს, რომელშიც დამატებულია კერძი, ან იმ ჯგუფს რომელშიც გვსურს, რომ დაემატოს
2. მომდევნო ჯგუფებში ვუთითებთ ნედლეულის დასახელებას, საზომ ერთეულს, ნედლეულის რაოდენობას და ნედლეულის ტიპს : სტანდარტული, კომენტარი, შეიცავს, არ შეიცავს
3. შესაძლებელია არ მივუთითოთ საზომი ერთეული, ამ შემთვევაში არსებულ კერძს ან ნედლეულს პროგრამა მიანიჭებს ავტომატურად იმ ერთეულს, რომელიც თავდაპირველად გაწერილი გქონდათ პროგრამაში. თუ ექსელის ფაილში შევცვლით ერთეულს, მაშინ მოხდება არსებული მონაცემების ახლით ჩანაცვლება
4. თუ ავტვირთავთ ახალ კერძს ან ნედლეულს, რომელიც პროგრამაში არ გვაქვს დამატებული, ექსელის ფაილის ატვირთვისას, დაგვიწერს რომ არ აიტვირთა, მაგრამ მონაცემების შენახვის შემთხვევაში, ის ავტომატურად დაემატება პროგრამაში(იხ. სურათი 2)
შენიშვნა: ყოველი ახალი კერძის დამატებისას, უნდა გამოვტოვოთ ერთი სტრიქონი
ნიმუში:
(სურ. 1)
(სურ. 2)
შენიშვნა: კერძის დასახელება უნდა ემთხვეოდეს პროგრამაში შეყვანილ დასახელებას.
შესაძლებელია კოდის გარეშე საქონლის დამატება, პროგრამა ავტომატურად დასახელებით მოახდენს იდენტიფიცირებას.
ექსელის ფაილში ყველა ახალი მონაცემის ატვირთვის და შენახვის შემთხვევაში, პროგრამა მოახდენს არსებული მონაცემების ცვლილებას.