ჯგუფში მზა პროდუქცია  შეიძლება დავამატოთ ქვეჯგუფები. მაგალითად: გამაგრილებელი სასმელები, ცივი კერძები, ცხელი კერძები, ცომეული და სხვა

1. შევდივართ განყოფილებაში ცნობარები

2. ვირჩევთ სასაქონლო სია - მზა პროდუქცია

3. ვაჭერთ ღილაკს ჯგუფის დამატება

4. ველში ჯგუფის დასახელება ვუთითებთ ჯგუფის დასახელებას

5. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

შენიშვნა: შესაძლებელია რამდენიმე დონის ჯგუფის გაწყობა. ჯგუფის თანმიმდევრობის შესაცვლელად, მონიშნეთ ჯგუფი, დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და დააჭირეთ ღილაკს ზემოთ ან ქვემოთ