კერძის საწარმოებლად და კალკულაციის შესადგენად , საჭიროა შესაბამისი ნედლეულის სიის დამატება (მაგალითად: ხახვი, ყველი, ფქვილი)

1. შევდივართ განყოფილებაში ცნობარები

2. ვირჩევთ სასაქონლო სია

3. ვირჩევთ ჯგუფს ნედლეული და მასალები

4. ვაჭერთ ღილაკს დამატება

5. ველში დასახელება ვუთითებთ დასახელებას

6. ველში საზომი ერთეული ვუთითებთ ძირითად საზომ ერთეულს, რომელ ერთეულშიც ხორციელდება ნედლეულის ჩამოწერა

7. იმ შემთხვევაში, თუ ნედლეული კერძში შეიძლება გამოიყენებოდეს, როგორც დამატებითი ინგრედიენტი და ზრდის შესაბამისი კერძის გასაყიდ ფასს, ნედლეულის ფასების ჩანართში ვუთითებთ მის საცალო ფასს

8. თუ ნედლეულის შესყიდვა ხორციელდება სხვა ერთეულში, გადავდივართ მენიუში ერთეულები და ვამატებთ ახალ ერთეულს და ვუთითებთ ძირითად ერთეულთან შეფარდების კოეფიციენტს. (მაგალითად: 1 ტომარა = 100 კილოგრამს)

9. ვაჭერთ ღილაკს შენახვა