თითოეული მიმტანი ან მოლარე სისტემაში შედის თავისი შესვლის სახელით და პაროლით. მენეჯერს საშუალება აქვს მართოს მიმტანის წვდომა სხვადასხვა ფუნქციონალზე.

1. შევდივართ განყოფილებაში ცნობარები

2. ვირჩევთ მომხარებლები

3. ვირჩევთ ჯგუფს მოლარეები

4. ვაჭერთ ღილაკს დამატება

5. ვავსებთ ველებს  სახელი  და გვარი

6. ველში  შესვლის სახელი ვუთითებთ მომხმარებლის შესვლის სახელს

7. ველში  პაროლი ვუთითებთ პაროლს (ციფრები)

8. ველში  თანამშრომლები  ვირჩევთ ზემოთ მითითებულ თანამშრომელს

9.  გადავდივართ ჩანართზე პრივილეგიები

10.  ვირჩევთ ჯგუფს მოლარე

11. ველებში საწყობი და სალარო ვუთითებთ, რომელთანაც დაკავშირებულია მიმტანი

12. ველში POS მოდული ვირჩევთ კაფე-რესტორანი

13. ველში სალაროს ქვითრის ამობეჭდვა ვუთითებთ არ დაიბეჭდოს ან ჯამური (თუ კომპიუტერი არის მიბმული ფისკალურ სალარო აპარატთან)

14. ვირჩევთ ჯგუფს მიმტანი

15. კაფე-რესტორნის სიაში ვრთავთ შესაბამის პრივილეგიებს

16. ჩამონათვალში დარბაზებ  ვრთავთ იმ დარბაზებს და მაგიდებს , რომელთანაც აქვს წვდომა მიმტანს:

- ავტომატური სასწორი - წონის ავტომატური აღრიცხვა სასწორით

- ბარათით გადახდა - POS ტერმინალით გადახდა

- ბარის ჩეკი - თითოეულ დამატებითი კერძის გაგზავნისას დამზადებაზე იბეჭდება ჯამური ჩეკი (წინასწარი ჩეკის მსგავსად)

- გაგზავნილი კერძის გაუქმების ბეჭდვა - გაუქმებული კერძის ინფორმაციის გაგზავნა მზარეულთან

- გადახდის ვარიანტები - გადახდის სახეობები (ჯამური, სტუმრების მიხედვით, გაყოფილი)

- დაკავებულ მაგიდაზე მიმართვა - სხვა მიმტანის მიერ შექმნილ შეკვეთაში შესვლა და ცვლილებების შეტანა (ადმინისტრატორის უფლება)

- დამატებითი მომსახურება - დამატებითი ხარჯების დარიცხვა სტუმარზე

- დაჯამებული ჩეკის გამოჩენა - კერძების რაოდენობრივად დაჯამებული ინფორმაციის გამოტანა

- დიპლომატი - დიპლომატზე რეალიზაცია (ავტომატურად აკლდება დღგ)

 

- დღის ნავაჭრი - დღის ნავაჭრის რეპორტი

- თანხის მიღება - თანხის მიღების უფლება

- ინკასატორი - სტანდარტული რეპორტების გამოტანა და ამობეჭდვა თერმულ პრინტერზე

- კონსიგნაცია - კონსიგნაციით რეალიზაცია (გადავადებული თანხის მიღება)

- მაგიდების აღდგენა - გაუქმებული შეკვეთის აღდგენა მაგიდაზე (5 წუთის განმავლობაში)

- მაგიდების გაერთიანება - რამდენიმე მაგიდის გაერთიანება

- მაგიდის დაჯავშნა - მაგიდის წინასწარი დაჯავშნა სტუმრის მითითებით

 

- მაგიდის შეცვლა - აქტიური შეკვეთის სხვა მაგიდაზე გადატანა

- მეორე მონიტორი - შეკვეთის გამოტანა ინფორმაციულ მონიტორზე

- მზარეულის სია - მზარეულის სიის ამობეჭდვა სამზარეულოს პრინტერზე

- მიმტანის მინიჭება - მიმტანის მინიჭება შეკვეთაზე (თუ მოლარე აღრიცხავს შეკვეთებს)

- მიმტანის შეცვლა - შეკვეთაში მიმტანის შეცვლა

- მომსახურება - დაერიცხოს სტანდარტულად მომსახურების პროცენტი მაგიდაზე

- მომსახურება შეკვეთაზე და სწრაფ კვებაზე - დაერიცხოს მომსახურების პროცენტი შეკვეთაზე და სწრაფი კვების შემთხვევებში

- მომსახურების დარიცხვა - (შეკვეთას არიცხავს მომსახურების პროცენტს, რომელიც მოაქვს სერვისი - პარამეტრები  - კაფე-რესტორანი-დან.  თუ მიმტანს  ჩართული აქვს ეს პრივილეგია, შეუძლია გამოიძახოს ფანჯარა ოპერაციები - მომსახურებიდან და აირჩიოს მიმდინარე მომსახურების პროცენტ ან 0%)

- მყიდველი - სტუმრის იურიდიული ან ფიზიკური პირის რეგისტრაცია, მინიჭება შეკვეთაზე

- ოფციები - თითოეულ კერძზე ინგრედიენტების პორციების მართვა

- პერსონალის კვება - პერსონალის კვების აღრიცხვა

- პროგრამიდან გასვლა - პრგორამიდან გასვლის, გათიშვის უფლება

- საბოლოო ჩეკი - საბოლოო ჩეკის დაბეჭდვა და შეკვეთის დახურვა

- სალაროს წიგნი - სალაროს წიგნის გამოტანა როგორც რეპორტი

- საქონლის ძებნა - საქონლის ძებნა დასახელებით , კლავიატურის დახმარებით

- სწრაფი კვება - სწრაფი კვების რეჟიმის გააქტიურება , მაგიდების გარეშე

- სწრაფი ღილაკი - სწრაფი ღილაკების მინიჭება ხშირად გაყიდვად კერძებზე და ცალკე სიაში გამოტანა

- ფასდაკლება - ფასდაკლება შეკვეთაზე

- ფასდაკლება კერძზე - ფასდაკლების მინიჭება თითოეულ კერძზე

- შეკვეთების რეესტრი - შეკვეთების რეესტრის გამოტანა, როგორც რეპორტი

- შეკვეთის გაუქმება - მთლიანი შეკვეთის გაუქმება (ადმინისტრატ

 

- შენიშვნა - დამატებითი ინფორმაციის მითითება შეკვეთაზე

- შტრიხკოდით გატარება - საქონლის გაყიდვა შტრიხკოდით

- წაშლის უფლება - კერძის წაშლა, თუ უკვე გაგზავნილია დამზადებაზე (ადმინისტრატორის უფლება)

- წინასწარი ჩეკი - წინასწარი ჩეკის ამობეჭდვა

17. ყველა საჭირო პრივილეგიის მინიჭების შემდეგ ვაჭერთ ღილაკს შენახვა