ის მზა პროდუქცია, რომელიც იქმნება სხვადასხვა ნედლეულის ჩამოწერის შედეგად, ემატება მზა პროდუქციის ჯგუფში

1. შევდივართ განყოფილებაში ცნობარები

2. ვირჩევთ სასაქონლო სია

3. ვირჩევთ ჯგუფს მზა საქონელი

4. ვაჭერთ ღილაკს დამატება

5. ველში დასახელება ვუთითებთ დასახელებას

6. ველში საზომი ერთეული  ვუთითებთ ძირითად გასაყიდ ერთეულს

7. ფასების ჩანართში ვუთითებთ საცალო ფასს

8. იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაცია ხორციელდება სხვადასხვა ერთეულში, ვუთითებთ დამატებით ერთეულებს, როგორც დავამატეთ სასაქონლო სიის შედგენისას

9. კალკულაციის შესადგენად გადავდივართ მენიუზე კალკულაციები

10. ვაჭერთ ღილაკს დამატება

11. სიიდან ვირჩევთ ნედლეულს და ვუთითებთ რაოდენობას

12. სვეტიდან ტიპი შეიძლება ავირჩიოთ ერთ-ერთი:

-  სტანდარტული ნიშნავს, რომ ნელდეულის რაოდენობა არის სტანდარტული ინგრედიენტი და არ იცვლება (მაგალითად: ფქვილი ხაჭაპურში)

-  დამატებითი და შეიცავს - ნედლეული წარმოდგენილია საწყის კალკულაციაში, მაგრამ მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე შეიძლება ამოირთოს ან შეიცვალოს პორცია (მაგალითად: კვერცხი ხაჭაპურში)

-  კომენტარი  - არ არის ნედლეული,  სტანდარტული შენიშვნა მზარეულისთვის (მაგალითად: ცომგამოცლილი ხაჭაპურისთვის)

-  არ შეიცავს  - ნედლეული საწყის კალკულაციაში არ არის წარმოდგენილი, მაგრამ მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე შეიძლება დაემატოს, პორციის მითითებით (მაგალითად: ძეხვი პიცაში)

13. გადავდივართ მენიუზე დამატებითი

14. ველში არ არის მენიუში ვუთითებთ ციფრს 1, იმ შემთხვევაში თუ კერძი ამ მომენტისთვის არ არის მენიუში

15. ვაჭერთ ღილაკს შენახვა