საცალო ვაჭრობის შემთხვევაში, დღის განმავლობაში შეიძლება კომპანიას ჰქონდეს დიდი რაოდენობის გაყიდვა, რაც დროთა განმავლობაში იწვევს მონაცემთა ბაზის ზომის გაზრდას და შესაბამისად პროგრამის ფუნქციონირების შენელებას.
ოპერაციების შეკუმშვის დახმარებით შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს ოპერაციების რაოდენობა. ერთ დღეში შესრულებული საცალო გაყიდვები ჯგუფდება ერთ გაყიდვაში, სადაც წარმოდგენილია თითოეული საქონლის ჯამური მნიშვნელობები. მნიშვნელობები ჯამდება თითოეული საწყობის და მოლარის მიხედვით ცალ-ცალკე. შედეგად დღის განმავლობაში მიიღება იმდენი საცალო გაყიდვა, რამდენი გაყიდვის წერტილი და მოლარე მუშაობს ორგანიზაციაში.
ეს პროცედურა არ იწვევს რაიმე ინფორმაციის დაკარგვას ან სტატისტიკურ და ანალიტიკურ რეპორტებში ინფორმაციის ნაკლებობას. ამასთანავე საგრძნობლად ააჩქარებს თვითღირებულებების გადათვლას და სხვა ყოველდღიური ოპერაციების შესრულებას.
ოპერაციების შეკუმშვის შესრულებისას არ უნდა მოხდეს პარალელურად რაიმე სხვა ოპერაციის შესრულება, ამასთანავე თუ რაიმე სხვა მიზეზის გამო მოხდა შეფერხება, შესაძლებელია რომ მონაცემები აირიოს. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია მონაცემების წინასწარ შენახვა. ასევე ხორციელდება ჯამური გაყიდვების მნიშვნელობების შენახვა, და შეკუმშვის ოპერაციის შედეგად თუ მიღებულია სხვაობა, უნდა განხორციელდეს წინასწარ შენახული ბაზის დაბრუნება.
ჯამური გაყიდვების მნიშვნელობების შენახვა
1. მთავარი მენიუდან ვირჩევთ ფაილი - ბაზის შენახვა ფაილში
2. ვუთითებთ საქაღალდეს, სადაც გვსურს ასლის შენახვა და ფაილის დასახელება, გაფართოებით .bak.
შენიშვნა: ბაზის შენახვა შესაძლებელია მხოლოდ სერვერზე, ანუ სადაც ინსტალირებულია მონაცემთა ბაზა. საქაღალდე არ უნდა შეიცავდეს მისამართში გამოტოვებულ სიმბოლოებს, რეკომენდირებულია შენახვა იმ საქაღალდეში, სადაც ყოველდღიურად ინახება ბაზები, მაგალითად D:/FinaBackup
3. ვაჭერთ ღილაკს Save
ჯამური გაყიდვების მნიშვნელობების შენახვა
1. შევდივართ განყოფილებაში ანგარიშგებები
2. ვირჩევთ ანგარიშგებას გაყიდვები ჯამური
3. ვუთითებთ თარიღების იმ პერიოდს რომლის შეკუმშვაც გვსურს
4. ვაჭერთ ღილაკს განახლება
5. ვაჭერთ ღილაკს Excel - ექსპორტი
5. ვუთითებთ საქაღალდეს და ფაილის დასახელება და ვაჭერთ ღილაკს Save
1. მთავარი მენიუდან ვირჩევთ ოპერაციები - ოპერაციების შეკუმშვა
2. ვუთითებთ იმ პერიოდს რომლის შეკუმშვაც გვსურს
3. ვაჭერთ ღილაკს OK
შენიშვნა: შეკუმშვის ოპერაცია აუცილებლად უნდა შესრულდეს სერვერზე, ანუ სადაც ინსტალირებულია მონაცემთა ბაზა.
შეკუმშვის დასრულებისას გამოდის შედეგის ინფორმაციის ფანჯარა
1. შევდივართ განყოფილებაში ანგარიშგებები
2. ვირჩევთ ანგარიშგებას გაყიდვები ჯამური
3. ვუთითებთ თარიღების იმ პერიოდს რომლის შეკუმშვაც განხორციელდა
4. ვაჭერთ ღილაკს განახლება
5. ვხსნით ექსელის ფაილს, სადაც წინასწარ შევინახეთ ჯამური გაყიდვების ინფორმაცია
6. ვადარებთ პროგრამაში და შენახულ ექსელში ჯამურ მნიშვნელობებს: რაოდენობა, რეალიზაციის-ს თანხა, დღგ.
იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელობები დაემთხვა, შეკუმშვის ოპერაცია წარმატებით არის შესრულებული. თუ მნიშნველობები არ დაემთხვა- საჭიროა ბაზის ასლის აღდგენა
გაფრთხილება: ოპერაციების შეკუმშვის წარმატებით დასრულებისას, აუცილებელია თვითღირებულებების გადათვლა შეკუმშულ პერიოდზე.
ბაზის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკუმშვის ოპერაცია არ დასრულდა წარმატებით
1. მთავარი მენიუდან ვირჩევთ ფაილი - ბაზის განახლება ფაილიდან
2. ვუთითებთ წინასწარ შენახული ბაზის ფაილს
3. ვაჭერთ ღიალკს Open
4. მონაცემთა ბაზის აღდგენის შემდეგ გადავტვირთავთ პროგრამას