გაწეულ მომსახურებაზე შესაძლებელია ნედლეულის ჩამოწერა და თანამშრომლისთვის შესაბამისი ხელფასის გამოთვლა, როგორც თანხობრივად, ისე პროცენტულად

1. შევდივართ განყოფილებაში გაყიდვები

2. ვირჩევთ მომსახურების გაწევა

3. ყველა ველს ვავსებთ ისე, როგორც ეს აღწერილია  ინსტრუქციაში მომსახურების გაწევა

4. მენიუში ძირითადი ვირჩევთ პარამეტრები

5. მენიუში თანამშრომლები ვაჭერთ ღილაკს დამატება

6. მაუსის ერთი დაკლიკვით ვირჩევთ თანამშრომელს და ვაჭერთ ღილაკს რედაქტირება

7. გადავდივართ მენიუზე მომსახურება, ვაჭერთ ღილაკს დამატება და ვირჩევთ შესაბამისს

8. სვეტში დარიცხვის მეთოდი  ვუთითებთ ერთ-ერთს, პროცენტულად ან თანხობრივად

9. სვეტში მნიშვნელობა ვუთითებთ ციფრს, დარიცხვის მეთოდის შესაბამისად

10. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

11. მაუსის ორჯერ დაკლიკვით ვირჩევთ თანამშრომელს

12. გაწეულ მომსახურებაზე ნედლეულის ჩამოსაწერად გადავდივართ მენიუში ჩამოწერა

13. ვაჭერთ ღილაკს დამატება

14. ვირჩევთ საჭირო საქონელს და ვუთითებთ რაოდენობას

15. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

16. გაწეული მომსახურებისა და ჩამოწერილი საქონლის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად, ვირჩევთ კონკრეტულ დოკუმენტს, ვხსნით და ზედა პანელში ვირჩევთ დოკუმენტები -  ჩამოწერის აქტი

17. შესაძლებელია ინვოისის ამობეჭდვა ან გაგზავნა, ვირჩევთ დოკუმენტები  -  ინვოისი

18. Rs.ge - ზე აქტივაციისთვის ვირჩევთ კონკრეტულ დოკუმენტს, ვხსნით და ზედა პანელში ვირჩევთ ღილაკს Rs.ge  - აქტივაცია, ვაჭერთ ღილაკს შენახვა

შენიშვნა: Rs.ge  - ზე აქტივაციისათვის საჭიროა წინასწარ გავიაროთ  RS რეგისტრაცია. ვირჩევთ სერვისი -RS რეგისტრაცია.  ვაჭერთ ღილაკს დაკავშირება და შენახვა

შესაძლებელია დავათვალიეროთ თანამშრომლების მიერ გამომუშავებული ხელფასი ჯამურად და დეტალურად.

19. შევდივართ ანგარიშგებები

20. ვირჩევთ გამომუშავებული ხელფასი ჯამური ან გამომუშავებული ხელფასი დეტალურად