მყიდველების დავალიანების ლიმიტის ოპერაცია გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა მყიდველებს ვუზღუდავთ ან ვუბლოკავთ შესყიდვებს, ჩვენს მიერ დაწესებული დავალიანების დაგროვების შემდეგ

 

მყიდველების დავალიანების ლიმიტის ჩართვა

1. შევდივართ მენიუში სერვისი

2. ვირჩევთ პარამეტრები

3. ვირჩევთ ჩანართს დამატებითი

4. ვრთავთ ალამს ველში მყიდველების დავალიანების ლიმიტი

5. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

 

მყიდველების დავალიანების ლიმიტის განსაზღვრა

1. შევდივართ განყოფილებაში ცნობარები

2. ვირჩევთ კონტრაგენტები

3. ვაჭერთ ღილაკს პარამეტრები 

4. ვირჩევთ სვეტების მენეჯერი

5. ვაჭერთ ღილაკს დამატება

6. ველში დასახელება ვირჩევთ ლიმიტი

7. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

მეორე ფუნქციის დასამატებლად

8. ვაჭერთ ღილაკს დამატება

6. ველში დასახელება ვირჩევთ ლიმიტის კონტროლი

7. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

8. ვირჩევთ ჯგუფს მყიდველები

9. ვხსნით შესაბამის მყიდველს

10. ველში ლიმიტი ვსვავთ დავალიანების  იმ თანხას, რომლის დაგროვების შემდეგაც პროგრამა დაიწყებს გაყიდვების შეზღუდვას

შენიშვნა: ველი ლიმიტი მოქმედებს მაშინ, როდესაც ველში ლიმიტის კონტროლი გაწერილია კონკრეტული პარამეტრები

11. თუ ველს ლიმიტის კონტროლი დავტოვებთ ცარიელს, პროგრამა არ აკონტროლებს დავალიანებას

12. თუ ველში ლიმიტის კონტროლი  ჩავსვავთ ციფრს 0, პროგრამა არ მოგვცემს გაყიდვის საშუალებას

13. თუ ველში ლიმიტის კონროლი ჩავსვავთ ციფრს 1, პროგრამა შეგვეკითხება გაყიდოს თუ არა საქონელი ან მომსახურება, დავალიანების მქონე მყიდველზე

14. ვაჭერთ ღილაკს შენახვა