დავალიანების ვადის ლიმიტის ოპერაცია გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა დავალიანების მქონე მყიდველებს შეგვიძლია დავუბლოკოთ ან გავუაქტიუროთ შეუზღუდავი შესყიდვები
მყიდველების დავალიანების ვადის ლიმიტის ჩართვა
1. შევდივართ მენიუში სერვისი
2. ვირჩევთ პარამეტრები
3. ვირჩევთ ჩანართს დამატებითი
4. ვრთავთ ალამს დავალიანების ვადის ლიმიტი
5. ვაჭერთ ღილაკს შენახვა
მყიდველების დავალიანების ვადის ლიმიტის განსაზღვრა
1. შევდივართ განყოფილებაში ცნობარები
2. ვირჩევთ კონტრაგენტები
3. ვირჩევთ ჯგუფს მყიდველები
4. ვირჩევთ შესაბამის კონტრაგენტს და ვაჭერთ ღილაკს რედაქტირება
5. გადავდივართ მენიუზე დამატებითი
6. ველში ლიმიტის ვადა (დღე), თუ ჩავწერთ -1 (მინუს ერთი) დავალიანების მქონე მყიდველებისთვის, პროგრამა არ აკონტროლებს გაყიდვებს
7. ველში ლიმიტის ვადა (დღე), თუ ჩავწერთ 0 დავალიანების მქონე მყიდველებისთვის პროგრამა აკრძალავს გაყიდვებს
8. ვაჭერთ ღილაკს შენახვა