1. შევდივართ განყოფილებაში გაყიდვები
2. ვირჩევთ მომსახურების გაწევა
3. ვაჭერთ ღილაკს მყიდველი და ვირჩევთ შესაბამის კონტრაგენტს,ვისაც ვუწევთ მომსახურებას
4. ველში თანამშრომელი ვირჩევთ თანამშრომელს, რომელიც ახორციელებს მომსახურების გაწევას
5. მომსახურების დასამატებლად ვაჭერთ ღილაკს დამატება და ვირჩევთ ერთ-ერთს
6. ანგარიშ-ფაქტურის გამოსაწერად ფანჯრის ქვედა ნაწილში განთავსებულ ველში შესრულდეს ანგ.ფაქტურის გამოწერა ვრთავთ ალამს
შენიშვნა: ა/ფაქტურის გამოწერა შესაძლებელია ჯგუფურად: ვირჩევთ დოკუმენტს, ვაჭერთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, ვირჩევთ ა/ფ გამოწერა - ჯგუფურად
7. ველში გადახდის სახეობა ვირჩევთ გადახდის შესაბამის ტიპს
8. თუ გადახდა უნაღდოა გადავდივართ მენიუში დამატებითი და ველში ინვოისის ბანკი ვუთითებთ შესაბამის ბანკს
9. დამატებით გამოსულ ფანჯრებში შესაძლებელია ცვლილებების შეტანა, რის შემდეგაც ვაჭერთ ღილაკს შენახვა