მობილურ ტელეფონში პარამეტრების გაწყობამდე, აუცილებელია ბუღალტრის მიერ გაწყობილი იყოს დისტრიბუცია (ბორტი, საწყობი, სალარო), დისტრიბუტორის პრივილეგიები და ჩართული იყოს ინტერნეტი

მობილური ტელეფონის გაწყობა

დისტრიბუტორის პრივილეგიების გაწყობა

სინქრონიზაცია

გაყიდვები

შეკვეთების რეალიზაცია

თანხის მიღება

საქონლის დაბრუნება

მყიდველის დამატება

გადატანები

 

 

მობილური ტელეფონის გაწყობა

1. განყოფილებაში სხვა ვირჩევთ პარამეტრები

2. ველში სერვერის მისამართი ვუთითებთ სერვერის IP მისამართს

3. ველში ენა ვირჩევთ ენას

4. ველში დისტრიბუტორი ვირჩევთ შესაბამის დისტრიბუტორს

 

დისტრიბუტორის პრივილეგიების გაწყობა

1. შევდივართ ჯგუფში პრივილეგიები (პაროლის გასაგებად დარეკეთ FINA-ს ოფისში)

2. ველში ბორტი ვირჩევთ შესაბამის ბორტს

3. ველში მთავარი საწყობი ვირჩევთ საწყობს, საიდანაც იტვირთება ბორტი

4. ველში დაბრუნების საწყობი ვირჩევთ საწყობს, სადაც ბრუნდება ბორტის ნაშთი 

5. ველში სალარო ვირჩევთ შესაბამის სალაროს

6. ველში საქონლის ჯგუფი ვირჩევთ საქონლის იმ ტიპს, რაც გადააქვს დისტრიბუტორს 

7. ველში ფასის ტიპები შესაძლებელია ავირჩიოთ ერთი კონკრეტული ფასის ტიპი ან მოვნიშნოთ ალამი ველში რედაქტირება, რაც დისტრიბუტორს საშუალებას მისცემს შეცვალოს გასაყიდი ფასი

8. ველში გადახდის სახეობა ვირჩევთ იმ გადახდის სახეობას, რომელიც იქნება გადახდის მთავარი სახეობა (თუ ჩავრთავთ პრივილეგიას ფასის შეცვლა, დისტრიბუტორს შესაძლებლობა ექნება გაყიდვისას შეცვალოს ფასის ტიპები)

9. ველში RS.ge ვნიშნავთ იმ ოპერაციებს, რომელიც გვინდა რომ შესრულდეს მობილური ტელეფონიდან

10. შემდეგი ველები: RS.ge აქტ. თარიღის მინიჭება; ფასის შეცვლა; ფასდაკლება; ყველა მყიდველი;  შეგვიძლია მოვნიშნოთ საჭიროებიდან გამომდინარე

შენიშვნა: თუ ველი ყველა მყიდველი მონიშნულია, მაშინ დისტრიბუტორთან გამოჩნდება კომპანიის ყველა მყიდველი;
თუ ველი არ არის მონიშნული, მაშინ გამოჩნდება მყიდველთა ის სია, რომელიც გაწყობილია კონკრეტულ დისტრიბუტორთან; 
თუ დისტრიბუტორთან მყიდველები არაა გაწყობილი, მაშინ გამოჩნდება მყიდველთა სრული სია

11. ველში ოპერაციების მართვა შესაძლებელია დავამატოთ ან გავთიშოთ ოპერაციების რაოდენობა

12. ყველა სხვა ფუნქცია უნდა გაეწყოს ინდივიდუალური მოთხოვნის შესაბამისად

შენიშვნა: 1. თუ ველი სრული დავალიანება ჩართულია, მაშინ დისტრიბუტორთან ჩანს მყიდველის სრული დავალიანება, კომპანიის მიმართ;
თუ ველი ამორთულია, იმ შემთხვევაში გამოჩნდება დავალიანება კონკრეტული დისტრიბუტორის მიმართ;
2. თუ ველი შეკვეთების შემოწმება ჩართულია, მაშინ პროგრამა დისტრიბუტორს საშუალებას არ მისცემს საქონელი გაყიდოს მინუსში;

3. თუ ველი შეკვეთების რეზერვაცია ჩართულია, მაშინ წინასწარ გაკეთებულ შეკვეთებს დაარეზერვებს და არ გააყიდინებს დარჩენილ ნაშთზე მეტს;

 

სინქრონიზაცია

პრივილეგიების გაწყობის შემდეგ, ვაკეთებთ მონაცემების სინქრონიზაციას

1. განყოფილებაში სხვა ვირჩევთ სინქრონიზაცია

2. ვირჩევთ ერთ პუნქტს და ვაჭერთ ღილაკს შესრულება

3. ყველა პუნქტის სინქრონიზაციას ვაკეთებთ სათითაოდ

4. სინქრონიზაციის შესრულების ბოლოს გამოვა შეტყობინება

 

გაყიდვები

1. განყოფილებაში ძირითადი ვირჩევთ გაყიდვები

2. ვაჭერთ დამატების ღილაკს + (პლიუსი)

3. ვაჭერთ ღილაკს მყიდველები და ვირჩევთ შესაბამისს

4. ვაჭერთ ღილაკს საქონელი

5. ვირჩევთ შესაბამის საქონელს და რაოდენობას

6. გამოვდივართ უკან დაბრუნების ღილაკით

7. სანამ შევინახავთ შესაძლებელია გაკეთდეს კორექტირება

8. მყიდველის და საქონლის არჩევის შემდეგ შეგვიძლია ავირჩიოთ გადახდის სახეობა, გადახდის პირობა (ვადა), ფასის ტიპი, ფასდაკლება და ვაჭერთ ღილაკს შენახვა

9. გაყიდვის ოპერაციის დასასრულებლად ვაჭერთ ღილაკს შენახვა

10. თუ პრივილეგიებიდან ჩართულია RS.ge-ზე ატვირთვა გამოვა შეტყობინება ატვირთვასთან დაკავშირებით

 

შენიშვნა: შეკვეთების მიღება ხდება იგივე პრინციპით, როგორც გაყიდვების ოპერაცია

 

შეკვეთების რეალიზაცია

1. ვირჩევთ შეკვეთას

2. ვაკეთებთ ატვირთვას

3. ატვირთვის წარმატებით დასრულების შემდეგ, ვაკეთებთ შეკვეთის  რეალიზაციას, სასურველი თარიღის არჩევით

 

თანხის მიღება

1. განყოფილებაში ძირითადი ვირჩევთ თანხები

2. ვაჭერთ დამატების ღილაკს + (პლიუსი)

3. ვირჩევთ შესაბამის მყიდველს

4. ვუთითებთ თანხას

5. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

6. თანხის ატვირთვის შეტყობინებაზე ვაჭერთ ღილაკს დიახ

 

საქონლის დაბრუნება

1. განყოფილებაში ძირითადი ვირჩევთ დაბრუნებები

2. ვაჭერთ დამატების ღილაკს + (პლიუსი)

3. ვირჩევთ შესაბამის მყიდველს

4. ვირჩევთ საქონელს და რაოდენობას

5. გამოვდივართ უკან დაბრუნების ღილაკით

6. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

7. საქონლის ატვირთვის შეტყობინებაზე ვაჭერთ ღილაკს დიახ

 

მყიდველის დამატება

პროგრამა საშუალებას იძლევა თანამშრომელმა მობილური ტელეფონიდან დაამატოს ახალი მყიდველი

1. განყოფილებაში ცნობარები ვირჩევთ მყიდველები

2. ზედა მარჯვენა კუთხეში ვაწვებით მყიდველის დამატების ნიშანს

3. ველში კოდი ვუთითებთ კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდს და ვაჭერთ ჩამოტვირთვის ღილაკს

4. ველში დასახელება ავტომატურად ჩაჯდება კომპანიის დასახელება

5. ველი მისამართი ივსება ხელით

6. ველში დღგ ჩამონათვალიდან ვირჩევთ ერთ-ერთს

7. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

 

გადატანები

დისტრიბუტორს საშუალება ეძლევა თვითონ განახორციელოს ბორტის დატვირთვა, ბუღალტერის დახმარების გარეშე, ამისთვის პრივილეგიებიდან ჩართული უნდა იყოს ველი გადატანები

1. განყოფილებაში ძირითადი ვირჩევთ გადატანები

2. ვაჭერთ დამატების ღილაკს + (პლიუსი)

3. ვირჩევთ შესაბამის საწყობს

4. ვირჩევთ შესაბამის ბორტს

5. ვაჭერთ ღილაკს საქონელი

5. ვირჩევთ საქონელს და რაოდენობას

6. გამოვდივართ უკან დაბრუნების ღილაკით

7. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

8. საქონლის ატვირთვის შეტყობინებაზე ვაჭერთ ღილაკს დიახ

შენიშვნა: ანალოგიური მეთოდით, შესაძლებელია საქონლის გადატანა, ბორტიდან საწყობში