მინიმალური ფასის მართვის ფუნქცია გამოიყენება, რათა შევძლოთ გარკვეული ფასის სახეობის მინიმალური ზღვარის დაწესება

მინიმალური ფასის ფუნქციის ჩართვა

მინიმალური ფასის სახეობის არჩევა

საქონლის მინიმალური ფასის განსაზღვრა

მინიმალურ ფასზე დაბალ ფასად გაყიდვის აკრძალვა

 

მინიმალური ფასის ფუნქციის ჩართვა

1. შევდივართ მენიუში სერვისი

2. ვირჩევთ პარამეტრები

3. გადავდივართ მენიუზე დამატებითი

4. ველში მინიმალური ფასი ვრთავთ ალამს

5. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

 

მინიმალური ფასის სახეობის არჩევა

1. შევდივართ განყოფილებაში ცნობარები

2. ვირჩევთ ფასების სახეობები

3. ვირჩევთ შესაბამის ფასს და ვხსნით მაუსის ორჯერ დაკლიკვით. ( მაგალითად: მცირე საბითუმო)

4. ველში მინიმალური ვრთავთ ალამს

5. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

 

საქონლის მინიმალური ფასის განსაზღვრა

1. შევდივართ განყოფილებაში ცნობარები

2. ვირჩევთ სასაქონლო სია

3. ვირჩევთ შესაბამის საქონელს და ვხსნით მაუსის ორჯერ დაკლიკვით

4. ფასების ჩანართში ვირჩევთ ფასის იმ  სახეობას, რომელიც ავირჩიეთ მინიმალური ფასის სახეობად ( მაგალითად: მცირე საბითუმო) და ვუთითებთ მინიმალურ ფასს

5. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

შენიშვნა: გაყიდვების დროს, თუ მოლარე მიუთითებს მინიმალურ ფასზე ნაკლებ ფასს, გამოვა ფანჯარა, სადაც პროგრამა იკითხავს გაყიდოს თუ არა საქონელი მინიმალურ ფასზე დაბალ ფასად

 

მინიმალურ ფასზე დაბალ ფასად გაყიდვის აკრძალვა

შესაძლებელია, პრივილეგიებიდან მოლარეს ავუკრძალოთ მინიმალურ ფასზე დაბალ ფასად გაყიდვა

1. შევდივართ განყოფილებაში ცნობარები

2. ვირჩევთ მომხმარებლები

3. ვირჩევთ ჯგუფს მოლარეები

4. ვირჩევთ შესაბამის მოლარეს და ვხსნით მაუსის ორჯერ დაკლიკვით

5. გადავდივართ მენიუზე პრივილეგიები

6. ვირჩევთ ჯგუფს დამატებითი პრივილეგიები

7. ვნიშნავთ ალამს ველში მინ. ფასზე ნაკლებად გაყიდვის აკრძალვა

8. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

შენიშვნა: აკრძალვა არ მოქმედებს, თუ საქონლის გაყიდვა ხდება ადმინისტრატორის მომხმარებლისგან