1. შევდივართ განყოფილებაში ცნობარები
2. ვირჩევთ კომპანიის რეკვიზიტები
3. ველში დასახელება ვუთითებთ კომპანიის დასახელებას
4. ველში კოდი ვუთითებთ კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდს
5. თუ კომპანია არ არის დღგ-ის გადამხდელი, ველში დღგ-ის გადამხდელი ამოვრთავთ ალამს, სხვა შემთხვევაში ვუთითებთ თარიღს, რა დროიდანაც კომპანია გახდა დღგ-ის გადამხდელი
6. ვავსებთ ველებს ტელეფონი, მისამართი, ხელმძღვანელი და ბუღალტერი, შესაბამისი ინფორმაციით
მენიუდან დამატებითი ვავსებთ იმ ინფორმაციას, რომელიც გვინდა რომ გამოჩნდეს ინვოისში
7. ვაჭერთ ღილაკს სურათის შეცვლა და ვირჩევთ კომპანიის ლოგოს, მაქსიმალური ზომით 300X300 მეგა პიქსელი
8. ჩამოსაშლელი მენიუდან ენა ვირჩევთ ინვოისის ენას
9. ველში სრული დასახელება ვუთითებთ კომპანიის სრულ, ოფიციალურ დასახელებას