სასაქონლო მატერიალური აქტივების თვითღირებულების გადათვლის ოპერაცია გამოიყენება, როდესაც საქონელი არასწორი თვითღირებულებითაა ჩამოწერილი. გადათვლა შესაძლებელია როგორც ყველა საქონლის, ასევე არჩევით, ერთი ან რამოდენიმე საქონლის ერთად.

 

1. მთავარი მენიუდან ვირჩევთ ოპერაციებითვითღირებულების გადათვლა

2. თუ გვსურს რამოდენიმე საქონლის გადათვლა, ვთიშავთ ალამს ყველას გადათვლა და ვაჭერთ ღილაკს დამატება და გამოტანილი სიიდან ვამატებთ სასურველ საქონელს

3. ვაჭერთ ღილაკს გადათვლა

გადათვლის დასრულებისას გამოდის შეტყობინება, თუ რამდენად წარმატებულად ჩატარდა ეს ოპერაცია.

თუ გვსურს გადათვლის ოპერაციის წინასწარ შეწყვეტა, ვაჭერთ ღილაკს შეჩერება. დაუშვებელია გადათვლის პროცესში სხვა სახით პროგრამის გათიშვა.

გაფრთხილება: თვითღირებულების გადათვლის ოპერაციის დროს, აკრძალულია სხვა რაიმე ოპერაციის ჩატარება სხვა მოხმარებლების მიერ. გადათვლის ოპერაცია უნდა განხორციელდეს იმ დროს, როდესაც არავინ მუშაობს პროგრამასთან.