ბრუნვით უწყისში წარმოდგენილია ბრუნვები და არსებული ნაშთები ანგარიშთა გეგმის მიხედვით.
ბრუნვითი უწყისის გამოტანა შესაძლებელია სხვადასხვა ვალუტაში. ამისთვის ვირჩევთ ზედა პანელში შესაბამის ვალუტას. ეროვნული ვალუტის შემთხვევაში ანგარიშდება ნაერთი მნიშვნელობები.
მრავალი პროექტების გამოყენების შემთხვევაში ბრუნვითი უწყისის გამოტანა შესაძლებელია როგორც ყველა პროექტის, ასევე ცალკე თითოეული პროექტის მიხედვით. ამისათვის ზედა პანელში ვირჩევთ შესაბამის პროექტს.
რაოდენობრივი ბრუნვების გამოჩენა
ანგარიშების ჯამის დაანგარიშება
დაკავშირებული ანგარიშების გამოჩენა
ბრუნვით უწყისში 6110 ანგარიშზე სტანდარტულად ჩანს დაჯამებული ბრუნვები რეალიზაციის 0-18%-იანი ბრუნვებისათვის, აგრეთვე მომსახურების ჯამური ბრუნვა. თუ ავირჩევთ ფუნქციას 6110-ზე ჩაშლილი, შეგვიძლია დავინახოთ ჩაშლილი ბრუნვები სასაქონლო ჯგუფებისა და მომსახურების ცალკეული ტიპებისათვის.
რაოდენობრივი ბრუნვების გამოჩენა
ბრუნვით უწყისში სტანდარტულად მოცემულია თანხობრივი ბრუნვები. თუ პარამეტრების ნაწილიდან ავირჩევთ ფუნქციას რაოდენობრივი ბრუნვები, შეგვიძლია დავინახოთ არა მხოლოდ თანხობრივი არამედ რაოდენობრივი ბრუნვები.
პარამეტრების ნაწილიდან ფუნქციის პირველი დონის გამოჩენა არჩევით, გამოგვიჩნდება მხოლოდ მთავარი ანგარიშები.
ანგარიშების ჯამის დაანგარიშება
იმისათვის რომ დავიანგარიშოთ რამოდენიმე ანგარიშის ბრუნვათა და ამ ანგარიშებზე არსებული ნაშთების ჯამი, გამოიყენება ანგარიშების ჯამის ფუნქცია.
ვიღებთ ინფორმაციას არჩეულ ანგარიშებზე, პერიოდის ჭრილში არსებული საწყისი ნაშთების, იმავე პერიოდში არსებული ბრუნვისა და საბოლოო ნაშთების შესახებ.
ანგარიშების ჩაშლა გამოიყენება ბრუნვით უწყისში ანგარიშების ჩაშლის დონეების კონტროლისათვის. სტანდარტულად ბრუნვით უწყისში ჩანს მთავარი ანგარიშები, ანგარიშების ჩაშლის ფუნქცია გამოიყენება ქვე-ანგარიშების გამოსაჩენად.
ანგარიშების ანალიზი გამოიყენება ამა თუ იმ ქვე-ანგარიშის სხვა ანგარიშებთან მიმართების ანალიზისათვის. ეს ფუნქცია თარიღების მიხედვით აანალიზებს არჩეულ ქვე-ანგარიშზე არსებულ დებეტურ და კრედიტულ ბრუნვას და მის მიმართებას მაკორესპოდენტებელ ანგარიშებთან. აღნიშნული ფუნქცია გვჩვენებს მხოლოდ თანხობრივ ბრუნვებს.
დაკავშირებული ანგარიშების გამოჩენა
დაკავშირებული ანგარიშები ანგარიშების ანალიზის მსგავსად გამოიყენება ურთიერთდაკავშირებული ანგარიშების სანახავად. იმ განხსვავებით, რომ ამ შემთხვევაში გვიჩანს არა მხოლოდ თანხობრივი, არამედ რაოდენობრივი მიმართებაც. აგრეთვე შესაძლებელია დაკავშირებული ანგარიშების დეტალური ჩაშლა და თითოეული ანგარიშის ბარათის ნახვა.
გატარებები დეტალურად გამოიყენება ამ თუ იმ ქვე-ანგარიშზე განხორციელებული გატარებების დეტალური ანალიზისათვის. ეს ფუნქცია მომხმარებელს წარმოუდგენს: თარიღების მიხედვით ქრონოლოგიურად დალაგებულ ინფორმაციას, არჩეულ ქვე-ანგარიშზე არსებული გატარებების, გატარების დანიშნულების,მაკორექტირებელი ანგარიშებისა, თანხობრივი და რაოდენობრივი ბრუნვებისა და ნაშთების შესახებ.