პროგრამაში მხარდაჭერილია სხვადასხვა ბანკების ამონაწერის (ექსელის ფორმატში) ჩატვირთვა. პროგრამა ავტომატურად ახორციელებს გატარებების ანალიზს და მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში ხორციელდება ავტომატური ოპერაციების შესრულება. ასევე მომხმარებელს საშუალება აქვს დააკორექტიროს წინასწარ ჩანაწერის ოპერაცია. მხარდაჭერილია შემდეგი ბანკების ამონაწერის ჩატვირთვა: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი კონსტანტა, პროკრედიტ ბანკი, ლიბერთი ბანკი, პრივატ ბანკი, კორ სტანდარდ ბანკი, ქართუ ბანკი, ბაზის ბანკი, ვითიბი ბანკი, ბანკი რესპუბლიკა. 

 

ამონაწერის ჩატვირთვა

კონტრაგენტის შეცვლა

ოპერაციის სახეობის შეცვლა

ჩანაწერების გატარება პროგრამაში

ჩანაწერების გაფილტრვა

ანალიზური კოდის მინიჭება

კონტრაგენტის დაბლოკვა

 

ამონაწერის ჩატვირთვა

1. მთავარი მენიუდან ვირჩევთ ოპერაციები - ბანკის ამონაწერის ჩამოტვირთვა

2. ჩამოსაშლელ ველში ანგარიში ვუთითებთ საბანკო ანგარიშს

შენიშვნა: საბანკო ანგარიშის უცხოურ ვალუტაში ჩატვირთვა არ არის მხარდაჭერილი

3. ველში დრო ვუთითებთ, თუ რომელი საათით გვსურს ოპერაციების გატარება

4. ვაჭერთ ღილაკს აირჩიეთ ფაილი, ვირჩევთ ამონაწერის ექსელის ფაილს, და ვაჭერთ Open ღილაკს.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ფაილის ჩატვირთვა ვერ მოხერხდა, შეინახეთ ჩასატვირთი ფაილი Excel 2003 ფორმატში

წარმატებით ჩატვირთვის შედეგად, განისაზღვრება ფერების მიხედვით შემდეგი სტატუსები:

ღია მწვანე - ჩანაწერი უკვე გატარებულია

მუქი მწვანე - ჩანაწერი სავარაუდოდ ჩატვირთულია (შედარება ხორციელდება თანხით)

თეთრი - ოპერაცია არ არის ჩატვირთული

წითელი - პროგრამამ ვერ განსაზღვრა კონტრაგენტი

 

კონტრაგენტის შეცვლა

იმ შემთხვევაში, თუ პროგრამამ ავტომატურად არ ჩასვა კორექტული კონტრაგენტი, შესაძლებელია მისი ჩასწორება

1. ორჯერ დააკლიკეთ მაუსით შესაბამის ჩანაწერზე

2. აირჩიეთ შესაბამისი კონტრაგენტი და დააჭირეთ ღილაკს არჩევა (ან ორჯერ დააკლიკეთ კონტრაგენტს). კონტრაგენტის დასახელება ჩასწორდება სვეტში აღწერა.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ კონტრაგენტი არ არის სიაში, შესაძლებელია ახალი კონტრაგენტის დამატება

 

ოპერაციის სახეობის შეცვლა

იმ შემთხვევაში, თუ პროგრამამ ავტომატურად არ ჩასვა კორექტული ოპერაცია, შესაძლებელია მისი ჩასწორება. მაგალითად: პროგრამამ აღიქვა, როგორც ხელფასის გაცემა თანამშრომელზე, მაგრამ საჭიროა ავანსის გაცემა ანგ. ვალდებულ პირზე ოპერაციად ჩასწორება.

1. მონიშნეთ შესაბამისი ჩანაწერი და დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს 

2. აირჩიეთ შესაბამისი ოპერაცია

3. შემდგომ გამოტანილ ფანჯარაში აირჩიეთ შესაბამისი ჩანაწერი, რომელიც შეესაბამება ოპერაციას (კონტრაგენტი, ბანკი, სალარო, და სხვა). შედეგად ჩასწორდება მნიშვნელობები სვეტებში აღწერა და ოპერაცია

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მონიშნულია რამოდენიმე ჩანაწერი, არჩეული ახალი ოპერაცია მიენიჭება ყველა მონიშნულ ოპერაციას.

 

ჩანაწერების გატარება პროგრამაში

1. მაუსის დაკლიკვით მოუნიშნეთ ალმები იმ ჩანაწერებს, რომელთა ჩატვირთვაც საჭიროა პროგრამაში.

შენიშვნა: რამოდენიმე ჩანაწერისთვის ერთიანად ალმების ჩასართავად, მონიშნეთ ჩანაწერები და მაუსის მარჯვენა ღილაკის დაჭერით აირჩიეთ მენიუში მონიშნვა.

2. დააჭირეთ ღილაკს შესრულება

3. შედეგის ფანჯარაში წარმოდგენილია შესრულებული ოპერაციები. შესაძლებელია მაუსის ორჯერ დაკლიკვით ოპერაციის გახსნა და დათვალიერება ან რედაქტირება.

 

ჩანაწერების გაფილტრვა

1. ველში ძებნა ჩაწერეთ საძიებო სიტყვა

2. ჩამოსაშლელ მენიუში აირჩიეთ სვეტი, სადაც გსურთ მოძებნოთ საძიებო სიტყვა

 

ანალიზური კოდის მინიჭება

თუ პროგრამაში გააქტიურებულია ანალიზური კოდებით აღრიცხვა, თითოეულ გასატარებელ ოპერაციაზე შესაძლებელია კორექტული ანალიზური კოდების მინიჭება 

1. თითოეულ ჩანაწერში დააჭირეთ ღილაკს „0“

2. აირჩიეთ შესაბამისი ანალიზური კოდის მნიშვნელობა და დააჭირეთ ღილაკს არჩევა

 

კონტრაგენტის დაბლოკვა

პროგრამა  ატარებს კონტრაგენტის ანალიზს, ბანკის ამონაწერის შინაარსის ველის მიხედვით. ხშირია შემთხვევა, როდესაც რომელიმე კონტრაგენტის დასახელების გამო, არასწორად ხორციელდება სხვა კონტრაგენტების ოპერაციების განსაზღვრა. ამ შემთხვევაში, საჭიროა ამ კონტრაგენტის დასახელების გათიშვა ანალიზის ალგორითმიდან

1. ვაჭერთ ღილაკს პარამეტრები - აკრძალული კონტრაგენტები

2. ვაჭერთ ღილაკს დამატება

3. ვირჩევთ შესაბამის კონტრაგენტს მაუსის ორჯერ დაჭერით

4. ვაჭერთ ღილაკს შენახვა