მოდული აუდიტი გამოიყენება იმის დასადგენად, შეიცავს თუ არა პროგრამაში გატარებული  ინფორმაცია უზუსტობას, და ყველა ასპექტში სწორადაა თუ არა წარმოდგენილი, მონაცემები კომპანიის ფინანსური მდგომარეობის, ფინანსური შედეგებისა და ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ. მოდული აუდიტი საშუალებას იძლევა, მარტივად და დროის მინიმალური დანახარჯებით მოვძებნოთ გაუტარებელი ან პირიქით ზედმეტად გატარებული დოკუმენტები, დავადგინოთ ფიქსირდება თუ არა უარყოფითი ნაშთები სალაროსა და საბანკო ანგარიშებზე, აგრეთვე დებიტორებისა და კრედიტორების წინაშე.

 

მიღებული ანგარიშ-ფაქტურების შედარება

მიღებული ზედნადებების შედარება

გაცემული ზედნედებების შედარება

შესყიდვის ფასები შედარება

ფისკალური შედარება

დასრულებული ზედნადებები

შესყიდვების დღგ-ს შემოწმება

კონტრაგენტების დღგ-ს შემოწმება

დაურიცხავი მომწოდებლები

უსაბუთო შესყიდვა

კრედიტორების უარყოფით ნაშთი

დებიტორების უარყოფით ნაშთი

სალაროს უარყოფითი ნაშთი

ბანკის უარყოფითი ნაშთი

 

მიღებული ანგარიშ-ფაქტურების შედარება

 

მიღებული ანგარიშ-ფაქტურების შედარების ფუნქცია გამოიყენება იმისათვის, რომ გამოვავლინოთ უზუსტობა პროგრამაში დარიცხულ და რს-ზე არსებულ ანგარიშ-ფაქტურებს შორის. დავადგინოთ რს-ზე არსებული ფაქტურებიდან, რომელია დარიცხული პროგრამაში და პირიქით, ბუღალტერიაში არსებულ რომელ ოპერაციაზე არ გვაქვს მიღებული ანგარიშ-ფაქტურა.

  1. გადავდივართ განყოფილებაში აუდიტი;
  2. ნაწილიდან ფაქტურები და ზედნადებები, ვირჩევთ ოპერაციას მიღებული ა/ფ შედარება;
  3. ვნიშნავთ სასურველ პერიოდს;
  4. ვაჭერთ ღილაკს განახლება;

ვიღებთ ინფორმაციას სასურველ პერიოდში მიღებული, დარიცხული და დაურიცხავი ანგარიშ-ფაქტურების შესახებ.

 

 

მიღებული ზედნადებების შედარება

 

მიღებული ზედნადებების შედარების ფუნქცია გამოიყენება იმის დასადგენად, რომელი ზედნადები არის რს-ზე და არ არის გატარებული პროგრამაში და პირიქით.

  1. გადავდივართ განყოფილებაში აუდიტი;
  2. ნაწილიდან ფაქტურები და ზედნადებები, ვირჩევთ ოპერაციას მიღებული ზედნადებების შედარება;
  3. ვნიშნავთ სასურველ პერიოდს;
  4. ვაჭერთ ღილაკს განახლება;

მივიღებთ ქრონოლოგიურად დალაგებულ ინფორმაციას კონკრეტული კონტრაგენტისა და თანხის მიხედვით, რომელ ოპერაციაზეა მიღებული ზედნადები და არ არის ასახული პროგრამაში და პირიქით.

 

 

გაცემული ზედნედებების შედარება

 

მიღებული ზედნადებების შედარების ფუნქცია გამოიყენება იმის დასადგენად, რომელი ზედნადები არის რს-ზე და არ არის გატარებული პროგრამაში და პირიქით.

  1. გადავდივართ განყოფილებაში აუდიტი;
  2. ნაწილიდან ფაქტურები და ზედნადებები, ვირჩევთ ოპერაციას გაცემული ზედნადებების შედარება;
  3. ვნიშნავთ სასურველ პერიოდს;
  4. ვაჭერთ ღილაკს განახლება;

მივიღებთ ქრონოლოგიურად დალაგებულ ინფორმაციას კონკრეტული კონტრაგენტისა და თანხის მიხედვით, რომელ ოპერაციაზეა გაგზვანილი ზედნადები და არ არის ასახული პროგრამაში და პირიქით.

 

 

შესყიდვის ფასები შედარება

 

ფუნქცია შესყიდვის ფასების შედარება გამოიყენება იმისათვის, რომ გავაანალიზოთ შესყიდვის ფასების დინამიკა და დავადგინოთ ზრდის მარჟა.

  1. შედვივართ განყოფილებაში აუდიტი;
  2. ნაწილიდან ფაქტურები და ზედნადებები, ვირჩევთ ოპერაციას შესყიდვის ფასების შედარება;
  3. ვნიშნავთ სასურველ პერიოდს;
  4. ვაჭერთ ღილაკს განახლება;

ვიღებთ ინფორმაციას წინა და მიმდინარე შესყიდვის ფასების, აგრეთვე ფასნამატის სესახებ.

 

ფისკალური შედარება

 

ფუნქცია ფისკალური შედარება გამოიყენება იმისათვის, რომ შევადაროთ რს-ზე არსებული, სალარო აპარატების ფისკალური მაჩვენებლები შევუდაროთ, პროგრამაში არსებულ ჩეკების მონაცემებს და გამოვავლინოთ ცდომილება.

  1. შევდივართ განყოფილებაში აუდიტი;
  2. ნაწილიდან ფაქტურები და ზედნადებები, ვირჩევთ ფისკალური შედარება;
  3. ვნიშნავთ სასურველ პერიოდს;
  4. ვაჭერთ ღილაკს განახლება;

ვიღებთ ინფორმაციას იმის სესახებ, თუ როდის და რომელი აპარატიდან იქნა შეცდომით ამორტყმული ჩეკი. შესაძლებელია ექსელის მეშვეობით დავამუშავოთ და პროგრამაში დავაიმპორტოთ,როგორც ფისკალური ჩეკების, ასევე შეცდომით ამორტყმული ცეკების ფაილი.

 

დასრულებული ზედნადებები

 

ფუნქცია დასრულებული ზედნადებები გამოიყენება იმისათვის, რომ რს-ზე აქტივირებული სტატუსის მქონე ზედნადებები, დარიცხული იყოს FINA-შიც.

  1. შევდივართ განყოფილებაში აუდიტი;
  2. ნაწილიდან ფაქტურები და ზედნადებები, ვირჩევთ ოპერაციას დასრულებული ზედნადებები;
  3. ვნიშნავთ სასურველ პერიოდს;
  4. ვაჭერთ ღილაკს განახლება;

ვიღებთ ინფორმაციას იმ ზედნადებების შესახებ, რომლებიც აქტივირებულია რს-ზე და არ არის აქტივირებული პროგრამაში.

 

 

შესყიდვების დღგ-ს შემოწმება

 

ფუნქცია შესყიდვები დღგ-ს შემოწმება გამოიყენება იმის კონტროლისათვის, არიან თუ არა მომწოდებლები დღგ-ს გადამხდელები და შესაბამისად არის თუ არა საქონლისა და მომსახურების მიღების ოპერაციებზე, საჭიროა თუ არა დღგ-ს გამოყოფა (გააქტიურებული თუ არა ალამი თანხები შეიცავენ დღგ-ს).

  1. შევდივართ განყოფილებაში აუდიტი;
  2. ნაწილიდან ფაქტურები და ზედნადებები, ვირჩევთ ოპერაციას შესყიდვების დღგ-ს შემოწმება;
  3. ვნიშნავთ სასურველ პერიოდს;
  4. ვაჭერთ ღილაკს განახლება;

 

 

კონტრაგენტების დღგ-ს შემოწმება

 

ფუნქცია კონტრაგენტების დღგ-ს შემოწმება გამოიყენება იმის კონტროლისათვის, კონტრაგენტების ჯგუფიდან, რომელიმე მყიდველმა ან მომწოდებელმა, რომლებსაც წარსულში არ იყვნენ დღგ-ს გადამხდელნი, შეიცვალეს თუ არა სტატუსი.

  1.  შევდივართ განყოფილებაში აუდიტი;
  2. ნაწილიდან ფაქტურები და ზედნადებები, ვირჩევთ ოპერაციას კონტრაგენტების დღგ-ს შემოწმება;
  3. ვნიშნავთ სასურველ პერიოდს;
  4. ვაჭერთ ღილაკს განახლება;

ვიღებთ ინფორმაციას კონტრაგენტების სტატუსების შესახებ და თუ რომელიმემ საანალიზო პერიოდში გახდა დღგ-ს გადამხდელი, ცნობარებიდან ვუაქტიურებთ დღგ-ს გადამხდელის სტატუსს და ვუთითებთ დღგ-ს გადამხდელად დადგომის ზუსტ თარიღს.

 

 

დაურიცხავი მომწოდებლები

 

ფუნქცია გამოიყენება იმისათვის, რომ ერთმანეთს შევუდაროთ მომწოდებლებისგან მიღებული საქონლისა და მომსახურების ღირებულება და მის სანაცვლოდ გადახდილი თანხების დარიცხვა, გამოვავლინოთ მომოწდებლებთა არსებული დავალიანება თვის ჭრილში ან პირიქით, ზედმეტად გადახდილი თანხები.

  1. შევდივართ განყოფილებაში აუდიტი;
  2. ნაწილიდან ფაქტურები და ზედნადებები, ვირჩევთ ოპერაციას დაურიცხავი მომწოდებლები;
  3. ვნიშნავთ სასურველ პერიოდს;
  4. ვაჭერთ ღილაკს განახლება;

 

 

უსაბუთო შესყიდვა

 

ფუნქცია უსაბუთო შესყიდვა გამოიყენება ბუღალტრულ ოპერაციებზე დოკუმენტების არსებობის ნამდვილობის დასადგენად.

  1. შევდივართ განყოფილებაში აუდიტი;
  2. ნაწილიდან ფაქტურები და ზედნადებები, ვირჩევთ ოპერაციას უსაბუთო შესყიდვა;
  3. ვნიშნავთ სასურველ პერიოდს;
  4. ვაჭერთ ღილაკს განახლება;

ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ვიღებთ ოპერაციებს, რომლებზეც არ ფიქსირდება დოკუმენტები და შესაძლებელია ხარვეზის აღმოფხვრაც.

 

 

კრედიტორების უარყოფით ნაშთი

 

ფუნქცია კრედიტორების უარყოფით ნაშთი გამოიყენება კრედიტორების დავალიანების კონტროლისათვის.

  1. შევდივართ განყოფილებაში აუდიტი;
  2. ნაწილიდან უარყოფითი ფინანსური ნაშთები ვირჩევთ ოპერაციას კრედიტორების უარყოფითი ნაშთები;
  3. ვნიშნავთ სასურველ პერიოდს
  4. ვაჭერთ ღილაკს განახლება;

ვიღებთ ინფორმაციას კრედიტორებთან არსებული დავალიანების შესახებ, კონკრეტული თარიღებისათვის.

 

 

დებიტორების უარყოფით ნაშთი

 

ფუნქცია დებიტორების უარყოფით ნაშთი გამოიყენება დებიტორების დავალიანების კონტროლისათვის.

  1. შევდივართ განყოფილებაში აუდიტი;
  2. ნაწილიდან უარყოფითი ფინანსური ნაშთები ვირჩევთ ოპერაციას კრედიტორების უარყოფითი ნაშთები;
  3. ვნიშნავთ სასურველ პერიოდს
  4. ვაჭერთ ღილაკს განახლება;

ვიღებთ ინფორმაციას დებიტორებთან არსებული დავალიანების შესახებ, კონკრეტული თარიღებისათვის.

 

 

 სალაროს უარყოფითი ნაშთი

 

ფუნქცია სალაროს უარყოფითი ნაშთი გამოიყენება, სალაროში არსებული ნაშთების კონტროლისათვის. პროგრამა შესაძლებლბას იძლევა დავადგინოთ მომენტი, როდესაც სალაროში წარმოიქმნა უარყოფითი ნაშთი, დავადგინოთ მიზეზი და აღმოვფხრათ პრობლემა

  1. შევდივართ განყოფილებაში აუდიტი;
  2. ნაწილიდან უარყოფითი ფინანსური ნაშთები ვირჩევთ ოპერაციას სალაროს უარყოფითი ნაშთები;
  3. ვნიშნავთ სასურველ პერიოდს
  4. ვაჭერთ ღილაკს განახლება;

 

 

ბანკის უარყოფითი ნაშთი

ფუნქცია ბანკის უარყოფითი ნაშთი გამოიყენება , საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების კონტროლისათვის.პროგრამა შესაძლებლობას იძლევა დავდგინოთ მომენტი, როდესაც ბუღალტერიაში საბანკო ანგარიშებზე წარმოიქმნა უარყოფითი ნაშთი.

  1. შევდივართ განყოფილებაში აუდიტი;
  2. ნაწილიდან უარყოფითი ფინანსური ნაშთები ვირჩევთ ოპერაციას ბანკის უარყოფითი ნაშთები;
  3. ვნიშნავთ სასურველ პერიოდს
  4. ვაჭერთ ღილაკს განახლება;