ანალიზური კოდების მართვა გამოიყენება იმისათვის, რომ შეძლოთ ფულადი ნაკადების მოძრაობის აღრიცხვა და ანგარიშგებების განყოფილებაში ფულის მოძრაობის უწყისის და ფულის მოძრაობის ჟურნალის გამართვა.
ანალიზური კოდებით აღრიცხვის ფუნქციის აქტივაცია
ანალიზური კოდების მუხლების გაწყობა
ანალიზური კოდების მინიჭება ოპერაციებისათვის
ანალიზური კოდების მინიჭება კონტრაგენტებისათვის
ანალიზური კოდების მინიჭება თანამშრომლებისათვის
ანალიზური კოდის მინიჭება მიღებული სესხებისათვის
ანალიზური კოდების მინიჭება გაცემული სესხებისათვის
საცალო გაყიდვებისათვის ანალიზური კოდების მინიჭება
ოპერაციისათვის რამდენიმე ანალიზური კოდის მინიჭება
ანალიზური კოდებით აღრიცხვის ფუნქციის აქტივაცია
იმისათვის რომ, შეძლოთ ანალიზური კოდებით აღრიცხვის ფუნქციის აქტივაცია და გამოყენება:
ანალიზური კოდების მუხლების გაწყობა
ანალიზური კოდების მუხლების გაწყობა ხდება იმისათვის, რომ შეძლოთ მათი მინიჭება თანხების გადარიცხვისა და ჩარიცხვის კონკრეტული ოპერაციებისათვის.
ანალიზური კოდების მინიჭება ოპერაციებისათვის
ანალიზური კოდების სისტემის გაააქტიურებისა და მისი მუხლების გაწყობის შემდეგ, საჭიროა კოდები მივანიჭოთ კონკრეტულ ოპერაციებს.
ანალიზური კოდების მინიჭება კონტრაგენტებისათვის
კონტრაგენტების ჯგუფიდან ხდება ანალიზური კოდების მინიჭება: მომწოდებლების, მყიდველებისა და პარტნიორების ჯგუფებისათვის, ამისათვის:
იგივეს ვიმეორებთ მყიდველებისა და პარტნიორების ჯგუფებისათვის.
ანალიზური კოდების მინიჭება თანამშრომლებისათვის
ანალიზური კოდის მინიჭება მიღებული სესხებისათვის
ფუნქცია გამოიყენება სესხის მიღებისა და გაცემის, ძირისა და პროცენტის დაფარვის ოპერაციებისათვის ანალიზური კოდების მისანიჭებლად.
ანალიზური კოდების მინიჭება გაცემული სესხებისათვის
ფუნქცია გამოიყენება თანამშრომლებზე, ორგანიზაციებსა და პარტნიორებზე გაცემული სესხების, მისი ძირისა და პროცენტების დაფარვის ოპერაციებისათვის ანალიზური კოდების მისანიჭებლად.
საცალო გაყიდვებისათვის ანალიზური კოდების მინიჭება
საცალო გაყიდვების შემთხვევაში არ ხდება კონტრაგენტის მითითება, შესაბამისად შეუძლებელია კონტრაგენტების ჯგუფზე მინიჭებული ანალიზური კოდების ავტომატურად ასახვა საცალო გაყიდვის ოპერაციისათვის. იმისათვის რომ, საცალო გაყიდვების ოპერაციას ავტომატურად მიენიჭოს ანალიზური კოდი:
სერვისის განყოფილების ჩანართიდან კონფიგურატორი, ხდება აგრეთვე ანალიზური კოდების მინიჭება საბიუჯეტო გადასახადებისა და საბანკო ოპერაციებისათვის.
ოპერაციისათვის რამდენიმე ანალიზური კოდის მინიჭება
თუ ერთი და იგივე ოპერაცია რამდენიმე მიმართულებით იწვევს ფულადი ნაკადების მოძრაობას და საჭიროა ერთზე მეტი ანალიზური კოდის მინიჭება. ცნობარებიდან ოპერაციას ვანიჭებთ საჭირო რაოდენობის ანალიზურ კოდს, ხოლო უშუალოდ ოპერაციის განხორციელებისას ანალიზური კოდების ველში, თანხებს შესაბამისი კოდების მიხედვით. ხოლო თანხის ველში, ჯამურ თანხას.
ანალიზური კოდების მინიჭების საფუძველზე ანგარიშგებების ნაწილში ავტომატურად დგება ფულის მოძრაობის უწყისი, რომლის საფუძველზეც ვიღებთ ინფორმაციას საოპერაციო, ფინანსური და საინვესტიციო საქმიანობების მიხედვით არსებული ფულადი შემოსავლებისა და გასავლების, აგრეთვე პერიოდის ჭრილში ფულადი ნაკადების წმინდა ზრდის/შემცირებისა და ფულადი სახსრების საბოლოო ნაშთების შესახებ.
ფულის მოძრაობის ჟურნალი გახლავთ რეპორტი ანგარიშგებების ნაწილში, რომელშიც მოცემულია ფულადი შემოსავლები და გასავლები პერიოდის ჭრილში. აქვეა შესაძლებელი დავინახოთ ის ოპერაციები, რომლებისთვისაც არ არის ანალიზური კოდები მინიჭებული და შესაძლებელია მათი მინიჭება.