2017 წლის პირველი იანვრიდან დღგ-თი დაბეგვრას დაექვემდებარა საქონლის მიწოდებამდე ან მომსახურების გაწევამდე მყიდველისაგან მიღებული ავანსის თანხები. პროგრამულად შესაძლებელია ავანსების მიღებისა და გაცემის ოპერაციების ბუღალტრული ასახვისას მოხდეს დღგ-ს გამოყოფა, ასევე მომსახურების გაწევის, საქონლის შესყიდვის და გაყიდვის ოპერაციების გატარებისას, მოხდეს ავანსებისა და დღგ-ს ავტომატური გადახურვა.

 

ავანსებისა და დღგ-ს გამოყოფისა და ავტომატური გადახურვის ფუნქციის გააქტიურება

ავანსის მიღების/გაცემისას დღგ-ს გამოყოფა

ავანსებისა და დღგ-ს გადახურვა

ავანსებისა და დღგ-ს ავტომატური გადახურვა სრულად

ავანსებისა და დღგ-ს ავტომატური გადახურვა ნაწილობრივ

ავანსების ავტომატური და დღგ-ს ხელით გადახურვა

დღგ-ს გადახურვა

ავანსების გადახურვა მექანიკურად

ავანსების გადახურვა ხელით

 

ავანსებისა და დღგ-ს გამოყოფისა და ავტომატური გადახურვის ფუნქციის გააქტიურება

 

იმისათვის რომ შეძლოთ ავანსების მიღების/გაცემის ოპერაციის გატარებისას ავანსის თახნიდან დღგ-ს გამოყოფა, აუცილებელია სერვისის განყოფილების, პარამეტრების ნაწილიდან შესაბამისი ფუნქციის გააქტიურება.

  1. შედვივართ განყოფილებაში პარამეტრები;
  2. გადავდივართ ჩანართზე დამატებითი;
  3. მარჯვენა ქვედა კუთხეში ვააქტიურებთ ალამს ავანსი/დღგ/მოგება-ს გადახურვა;
  4. ვაჭერთ ღილაკს შენახვა;

 

ავანსის მიღების/გაცემისას დღგ-ს გამოყოფა

 

ავანსის მიღების/გაცემის ოპერაციის გატარებისას, პარამეტრებიდან ალამის, ავანსი/დღგ/მოგება-ს გადახურვა გააქტიურების შემდეგ გატარების ფანჯრის ქვედა ნაწილში, ავტომატურად გამოჩნდება ველი დღგ-ს გამოყოფა და შესაძლებელია მისი სამი ვარიანტიდან სასურველის არჩევა: არ გამოეყოს, სრულად, ნაწილობრივ. თუ აირჩევთ სახეობას დღგ-ს გამოყოფა სრულად, ბრუნვით უწყისში შესაბამის ანგარიშზე გამოჩნდება დღგ-ს სრული თანხა. თუ აირჩევთ სახეობას დღგ-ს გამოყოფა ნაწილობრივ, დღგ-ს გამოყოფის ველის გასწვრივ გამოჩნდება დღგ-ს სრული თანხა და შესაძლებელია ხელით მივუთითოთ საანალიზო პერიოდში დარიცხული დღგ-ს თანხა.

 

ავანსებისა და დღგ-ს გადახურვა

 

პროგრამულად შესაძლებელია ავანსებისა და დღგ-ს გადახურვა მოხდეს ავტომატურად შესაბამისი ოპერაციის გატარებისას, ან გადახურვა მოხდეს მექანიკურად, ხელით. ავანსებისა და დღგ-ს ავტომატური გადახურვა შესაძლებელია მოხდეს შემდეგ ოპერაციებზე:

  • საქონლის რეალიზაცია;
  • საქონლის შესყიდვა;
  • მომსახურების მიღება;
  • მომსახურების გაწევა;
  • ავტოსერვისის განაცხადის გატარებისას;
  • ავტოსერვისში რეალიზაციის ოპერაცია;
  • ძირითადი საშუალებების შეძენა;

ოპერაციების გატარებისას ავანსების და დღგ-ს ავტომატური გადახურვის ტექნიკური პრინციპი ერთნაირია და პროგრამულად შესაძლებელია ოთხი ვარიანტიდან აირჩიოთ სასურველი: ავანსი და დღგ გადაიხუროს სრულად, ავანსი სრულად, ხოლო დღგ გადაიხუროს ნაწილობრივ, ავანსი და დღგ არ გადაიხუროს, ავანსი გადაიხუროს, ხოლო დღგ არა.

 

ავანსებისა და დღგ-ს ავტომატური გადახურვა სრულად

 

ავანსების და დღგ-ს ავტომატური გადახურვის ფუნქციის გამოყენება მაშინ, როდესაც გვსურს შესაბამისი ოპერაციის გატარებისას მოხდეს, დღგ-სა და ავანსის ავტომატური გადახურვა.

  1. გადავდივართ განყოფილებაში გაყიდვები/შესყიდვები;
  2. ვირჩევთ ოპერაციას რეალიზაცია/საქონლის შესყიდვა;
  3. გამოსულ ოპერაციის ფანჯარაში ველში ავანსი/დღგ გადახურვა ვირჩევთ ავანსი გადაიხუროს, დღგ სრულად;
  4. ვაჭერთ ღილაკს შენახვა;

იგივე პრინციპით ხდება დღგ-სა და ავანსების გადახურვა მომსახურების, ავტოსერვისისა და ძირითადი საშუალებების შემთხვევაში.

 

ავანსებისა და დღგ-ს ავტომატური გადახურვა ნაწილობრივ

 

ფუნქცია გამოიყენება მაშინ, როდესაც გვსურს ავანსის თანხა სრულად, ხოლო დღგ ნაწილობრივ გადაიხუროს.

  1. გადავდივართ განყოფილებაში გაყიდვები/შესყიდვები;
  2. ვირჩევთ ოპერაციას რეალიზაცია/საქონლის შესყიდვა;
  3. გამოსულ ოპერაციის ფანჯარაში ველში ავანსი/დღგ გადახურვა ვირჩევთ ავანსი გადაიხუროს, დღგ ნაწილობრივ;
  4. ვაჭერთ ღილაკს შენახვა;

იგივე პრინციპით ხდება დღგ-სა და ავანსების გადახურვა მომსახურების, ავტოსერვისისა და ძირითადი საშუალებების შემთხვევაში.

 

ავანსების ავტომატური და დღგ-ს ხელით გადახურვა

 

უნქცია გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც გსურთ ავანსების გადაიხუროს ავტომატურად, ხოლო დღგ-ს გადახურვა კი მოხდეს ხელით.

  1. გადავდივართ განყოფილებაში გაყიდვები/შესყიდვები;
  2. ვირჩევთ ოპერაციას რეალიზაცია/საქონლის შესყიდვა;
  3. გამოსულ ოპერაციის ფანჯარაში ველში ავანსი/დღგ გადახურვა ვირჩევთ ავანსი გადაიხუროს, დღგ არა;
  4. ვაჭერთ ღილაკს შენახვა;

იგივე პრინციპით ხდება დღგ-სა და ავანსების გადახურვა მომსახურების, ავტოსერვისისა და ძირითადი საშუალებების შემთხვევაში.

 

დღგ-ს გადახურვა

 

ფუნქცია გამოიყენება დღგ-ს ანგარიშების გადახურვის მიზნით, ასევე იმ შემთხვევაში თუ მიღებული/გაცემული ავანსებისათვის არჩეული გვაქვს დღგ-ს გამოყოფა, ხოლო შესაბამისი ოპერაციების განხორციელებისას არ გვაქვს არჩეული დღგ-ს ავტომატური გადახურვის რეჟიმი.

  1. შედვივართ ნაწილში ბუღალტერია;
  2. გადავდივართ განყოფილებაში სხვადასხვა;
  3. ვირჩევთ ოპერაციას ანგარიშების გადახურვა;
  4. ვუთითებთ გადახურვის ოპერაციის გახნორციელების თარიღს;
  5. ველში სახეობა ვუთითებთ დღგ-ს გადახურვა 3330-3340;
  6. ვაჭერთ ღილაკს შენხვა;

 

ავანსების გადახურვა მექანიკურად

 

ფუნქცია გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ გვსურს ავანსებისა და დღგ-ს გადახურვა განხორციელდეს არა ავტომატურად, არამედ ხელით.

  1. გადავდივართ განყოფილებაში გაყიდვები/შესყიდვები;
  2. ვირჩევთ ოპერაციას რეალიზაცია/საქონლის შესყიდვა;
  3. გამოსულ ოპერაციის ფანჯარაში ველში ავანსი/დღგ გადახურვა ვირჩევთ ავანსი და დღგ არ გადაიხუროს;
  4. ვაჭერთ ღილაკს შენახვა;

იგივე პრინციპით ხდება დღგ-სა და ავანსების გადახურვა მომსახურების, ავტოსერვისისა და ძირითადი საშუალებების შემთხვევაში.

 

ავანსების გადახურვა ხელით

 

ფუნქცია გამოიყენება ავანსების-ს ანგარიშების გადახურვის მიზნით,  იმ შემთხვევაში თუ რეალიზაციის/შესყიდვის ოპერაციების განხორციელებისას არ გვაქვს არჩეული ავანსების/დღგ-ს ავტომატური გადახურვის რეჟიმი.

  1. შედვივართ ნაწილში ბუღალტერია;
  2. გადავდივართ განყოფილებაში სხვადასხვა;
  3. ვირჩევთ ბრძანებას ავანსების გადახურვა;
  4. ვუთითებთ გადაფასების თარიღს და პროექტს, რომლისთვისაც ხდება გადაფასება;
  5. ველში სახეობა ვუთითებთ ოპერაციის სახეობას, რომლისთვისაც ხდება გადაფასება;
  6. ველში კონტრაგენტი ვუთითებთ შესაბამის მყიდველს ან მომწოდებელს;
  7. ველში თანხა ვუთითებთ გადაფასების თანხა;
  8. ველში ვალუტა ვუთითებთ შესაბამის ვალუტას;
  9. ვაჭერთ ღილაკს შენახვა;

განხორციელებული გადახურვების შედეგები თახნობრივად შეგძვიძლია ვნახოთ ბრუნვით უწყისში.