FINA გაძლევთ საშუალებას, პირდაპირ პროგრამიდან, გაუგზავნოთ თქვენს მყიდველს ან მომწოდებელს SMS შეტყობინება
დამატებითი ველების გამოყენება შეტყობინების ტექსტში
ადრესატების დამატება კონტრაგენტების სიიდან
ადრესატების იმპორტი ექსელის ფაილიდან
ადრესატების იმპორტი Copy/Paste გამოყენებით
1. დაუკავშირდით მობილურ ოპერატორს (MagtiCom, Beeline) და ხელშეკრულების საფუძველზე მიიღებთ სარეგისტრაციო ინფორმაციას (შესვლის სახელი, პაროლი, კლიენტის ID, სერვისის ID).
2. მთავარი მენიუდან ვირჩევთ ოპერაციები - SMS შეტყობინების გაგზავნა
3. ვაჭერთ ღილაკს პარამეტრები
4. ვავსებთ ფანჯარაში წარმოდგენილ ველებს, მობილური ოპერატორისგან მიღებული ინფორმაციით
5. ვაჭერთ ღილაკს შენახვა
1. მთავარი მენიუდან ვირჩევთ ოპერაციები - SMS შეტყობინების გაგზავნა
2. ველში შეტყობინების ტექსტი ვუთითებთ გასაგზავნ SMS ტექსტს
3. ცხრილში კონტრაგენტები ვამატებთ ადრესატებს (დამატების ინსტრუქცია იხილეთ ქვემოთ)
4. ვაჭერთ ღილაკს გაგზავნა
შედეგად თითოეული ადრესატის სვეტში სტატუსი მიეთითება შეტყობინების გაგზავნის სტატუსი
დამატებითი ველების გამოყენება შეტყობინების ტექსტში
სტანდარტულად - იგზავნება ერთი სტანდარტული ტექსტი ყველა არჩეულ ადრესატთან, თუმცა შესაძლებელია თითოეულ ადრესატს მიუვიდეს განსხვავებული ინფორმაციის შეტყობინება. მაგალითად: “Gamarjoba, Giorgi. gtxovt daparot davalianeba 500 lari”.
ამისათვის გამოიყენება სვეტები ველი <name> და ველი <param>. შეავსეთ ეს სვეტები ინფორმაციით თითოეული ადრესატისთვის. მაგალითად: ცხრილში ველი <name> მიუთითეთ “Giorgi” და ველი <param>-ში „500”.
შეტყობინების ტექსტში გამოიყენეთ სიტყვები <name> და <param> იმ ადგილებში, სადაც გსურთ რომ შეივსოს შესაბამისი ინფორმაციით, მაგალითად „Gamarjoba <name>, gtxovt daparot davalianeba <param> lari’.
პროგრამა ავტომატურად ჩაანაცვლებს თითოეული ადრესატის შემთხვევაში ველებს <name> და <param> შესაბამისი ინფორმაციით.
ადრესატების დამატება კონტრაგენტების სიიდან
1. დააჭირეთ ღილაკს დამატება - სიიდან
2. აირჩიეთ სასურველი კონტრაგენტები
შენიშვნა: შესაძლებელია რამოდენიმე კონტრაგენტის მონიშვნა Ctrl და Shift კლავიშების და მაუსის კლიკების გამოყენებით
შედეგად სიაში დაემატება კონტრაგენტის ყველა ის საკონტაქტო პირი, რომელსაც კონტრაგენტის კონტაქტებში ჩართული აქვს ალამი SMS-ის გაგზავნა
1. დააჭირეთ ღილაკს დამატება - ხელით
2. ახალშექმნილი ჩანაწერის ველში ტელეფონი, ხელით მიუთითეთ ადრესატის ტელეფონის ნომერი
შენიშვნა: ტელეფონის ნომერი არ უნდა შეიცავდეს სიმბოლოებს და გამოტოვებებს. წინ აუცილებლად ვუთითებთ ქვეყნის კოდს. მაგალითად: 995577551392
ადრესატების იმპორტი ექსელის ფაილიდან
შესაძლებელია მონაცემების წინასწარ მომზადება ექსელის ფაილში და ერთიანად ჩატვირთვა პროგრამაში, ამისათვის შექმენით ექსელის ფაილი შემდეგი სვეტების დასახელებებით:
ორგანიზაცია - ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი (სვეტი არის სავალდებულო, მაგრამ მნიშვნელობა შეგიძლიათ დატოვოთ ცარიელი)
საკონტაქტო პირი - ადრესატის სახელი და გვარი (სვეტი არის სავალდებულო, მაგრამ მნიშვნელობა შეგიძლიათ დატოვოთ ცარიელი)
ტელეფონი - ადრესატის ტელეფონის ნომერი
სახელი - ადრესატის სახელი ლათინური ასოებით, რომელიც გამოიყენება, როგორც დამატებითი პარამეტრი (ეს სვეტი არ არის სავალდებულო)
პარამეტრი - დამატებითი პარამეტრი, მაგალითად დავალიანება ან სხვა რაიმე ინფორმაცია (ეს სვეტი არ არის სავალდებულო)
ადრესატების იმპორტი Copy/Paste გამოყენებით
1. ექსელის ფაილში ან ანგარიშგებაში მონიშნეთ კომპანიების საიდენტიფიკაციო კოდები (ვერტიკალურად განლაგებული ერთ სვეტში)
2. დააჭირეთ Ctrl+C
3. გადადით შეტყობინების გაგზავნის ფანჯარაში და დააკლიკეთ მაუსით ცხრილზე
4. დააჭირეთ Ctrl+V
შედეგად ჩაიტვირთება კონტრაგენტების საკონტაქტო ინფორმაცია
შენიშვნა: გარდა საიდენტიფიკაციო კოდის, თუ მონიშნავთ კიდევ ერთ დამატებით სვეტს, მაშინ მისი მნიშვნელობები ჩაიტვირთება <name> სვეტში, და კიდევ შემდეგი - <param> სვეტში