იმისათვის, რომ ისარგებლოთ პროგრამიდან RS.ge-ს პორტალზე სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვისა და ჩამოტვირთვის სერვისით, თავდაპირველად საჭიროა ერთჯერადად RS.ge-ზე დაამატოთ მომხმარებელი.
მომხმარებლის დამატება RS.ge პორტალზე
მომხმარებლის დამატება RS.ge პორტალზე
1. შევდივართ RS.ge პორტალზე, ვირჩევთ სერვისები → სისტემაში შესვლა
2. ვაჭერთ ღილაკს ახალი მომხმარებელი , გაიხსნება მომხმარებლის დამატების ფანჯარა
3. მომხმარებლის შესაქმნელად ვავსებთ შემდეგ ველებს:
სახელი გვარი - მომხმარებლის სახელი და გვარი (სავალდებულო ველი)
მომხმარებელი - კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი (სავალდებულო ველი)
პაროლი - მომხმარებლის 6 ნიშნა პაროლი (სავალდებულო ველი)
ელ-ფოსტა - საკონტაქტო პირის ელ.ფოსტა
IP მისამართი - ეს ველი დატოვეთ ცარიელი
4. მომხმარებლის დასამატებლად ვაჭერთ ღილაკს შენახვა
როდესაც მომხმარებელი უკვე შექმნილია RS.ge პორტალზე, ამის შემდეგ საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია FINA-ს პროგრამაში.
1. FINA-პროგრამის მთავარი მენიუდან შევდივართ სერვისი და ვირჩევთ RS რეგისტრაცია
2. ველებში RS შესვლის სახელი და RS პაროლი ვუთითებთ შესვლის იმ სახელს და პაროლს, რომლითაც შედიხართ RS.ge-ზე
3. ვაჭერთ ღილაკს დაკავშირება. წარმატებული დაკავშირების შემთხვევაში სერვისის მომხმარებლის განყოფილება გააქტიურდება
4. ველში შესვლის სახელი ვირჩევთ არსებულ სერვისის მომხმარებელს, რომელიც ერთჯერადად დავარეგისტრირეთ RS.ge-ზე
5. ველში პაროლი ვუთითებთ პაროლს, რომელიც შეავსეთ RS.ge პორტალზე მომხმარებლის დამატებისას
6. რეგისტრაციის დასასრულებლად ვაჭერთ ღილაკს შენახვა
შენიშვნა: ხელახალი რეგისტრაცია საჭიროებს იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა პაროლი RS.ge პორტალზე, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო ვერ ხერხდება ზედნადების ატვირთვა, ან ჩამოტვირთვა