პროგრამა FINA შესაძლებლობას იძლევა დაუკავშირდეთ პერიფერიული მოწყობილობებს, მათ შორის სასწორებს და გავამარტივოთ მუშაობის პროცესი. სასწორის პროგრამული უზრუნველყოფის გამართვის შემდეგ, ხდება მისი დაკავშირება FINA-სთან.
წონითი საქონლის აღრიცხვისა და მისი სასწორთან დაკავშირებისათვის გამოიყენება ე.წ. PLU კოდები. PLU კოდები გახლავთ სპეციალური თორმეტნიშნა კოდი, რომელიც გამოიყენება მაღაზიებს, მარკეტებსა და ნებისმიერ სხვა ობიექტში, სადაც წონითი საქონლის მირება და გაყიდვა ხდება. PLU კოდები ამარტივებენ, აჩქარებენ და ზრდიან მარაგების მართვისა და კონტროლის სიზუსტეს.
PLU კოდების მინიჭება საქონლისათვის
PLU კოდებისათვის ვადების გაწერა
PLU კოდების გადაგზავნა პირდაპირ სასწორში
კერძების მიმდინარე წონის გადაგზავნა FINA-ში
PLU კოდების მინიჭება საქონლისათვის
PLU კოდების მინიჭება აუცილებელია იმისათვის, რომ შეძლოთ სასწორის პროგრამულ უზრუნველყოფაში მისი ჩატრვირთვა, აგრეთვე რეალიზაციისას მისი ამობეჭდვა და საქონელზე დაკვრა.
სასაქონლო სიის შემადგენელი პროდუქციისათვის PLU კოდების მინიჭების შემდეგ,სასწორის პროგრამულ უზრუნველყოფაში მათ ჩასატვირთათ საჭიროა Excel-ის ფაილში PLU კოდების გაერთიანება ანუ გენერაცია.
ფაილის სასწორი სპროგრამულ უზრუნველყოფაში ჩასატვირთათ უნდა მიმართოთ სასწორის კომპანიას, რადგან ყველა სასწორს აქვს ინფორმაციის ჩატვირთვის უნიკალური მეთოდი.
PLU კოდებისათვის ვადების გაწერა
თუ PLU კოდების გამოყენება ხდება დროის შეზღუდულ მონაკვეთში და ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ხდება PLU კოდების ცვლილება, სურვილისამებრ შესაძლებელია PLU კოდებისათვის ვადების გაწერაც.
პროგრამაში შესაძლებელია PLU კოდების მინიჭება, როგორც ინდივიდუალურად, სასაქონლო სიის შემადგენელი ცალკეული პროდუქციისათვის, ასევე სიით. ამისათვის საჭიროა Excel-ის ფაილის დამუშავება, რომელშიც იქნება ორი ველი: კოდი (სასაქონლო სიაში არსებული საქონლის კოდები) და PLU კოდი (PLU კოდი, რომელსაც ამა თუ იმ საქონელს ვანიჭებთ). მას შემდეგ რაც მზად იქნება Excel-ის ფაილი:
PLU კოდების მინიჭება შესაძლებელია ისეთი პროდუქციისათვისაც, რომლის მიღება და რეალიზაცია არ ხდება, როგორც წონითი საქონლისა. მაგალითად იმ შემთხვევაში თუ საქონლის მიღება და გაყიდვა ხდება ერთეულებში; ცალი, ქილა, ყუთი და ა.შ. ამ შემთხვევაში PLU კოდის მინიჭებისას, განყოფილებაში დამატებითი ვააქტიურებთ ალამს წონითი საქონელი და ნაწილში ძირითადი, ვუთითებთ იმ ერთეულს, რომელშიც ხდება საქონლის მიღებისა და გაყიდვის ოპერაციების აღრიცხვა.
PLU კოდის თორმეტნიშნა კოდისაგან დგება სინტაქსი, რომელიც ფინასთვის სტანდარტულად წარმოგვიდგება შემდეგი სახით: 255. სადაც 2 PLU კოდის პირველ ორ ციფრს აღნიშნავს და წარმოადგენს PLU კოდის პრეფიქსს და უნდა ჰქონდეს შემდეგი სახე :20. PLU კოდის სინტაქტსის შემადგენელი პირველი ხუთიანი აღნიშნავს პროდუქტის წონას, ხოლო მეორე ხუთიანი საქონლის კოდს FINA-ში. თუ PLU კოდის სინტაქტსს ან პრეფიქსს აქვს განსხვავებული სახე, აუცილებელია მისი გადაწყობა, რისთვისაც უნდა მიმართოთ უშუალოდ სასწორის კომპანიას.
PLU კოდების გადაგზავნა პირდაპირ სასწორში
FINA-ში სესაძლებელია, PLU კოდების გადაგზავნა მოხდეს პროგრამიდან პირდაპირ სასწორში, Excel-ის ფაილში PLU კოდების გენერაციისა და შემდგომში სასწორის პროგრამულ უზრუნველყოფაში ჩატვირთვის გარეშე.
კერძების მიმდინარე წონის გადაგზავნა FINA-ში
კვების ობიექტებსა და ზოგადად იმ დაესებულებებში, სადაც ხორციელდება კერძების დამზადების პროცესი და ხდება წარმოების პროცესში გამოყენებული ნედლეულის აწონვა უშუალოდ სამზარეულოში, საჭირო ხდება კერძის მიმდინარე წონების გადაგზავნა FINA-ში.