სასაქონლო სიაში შესაძლებელია დავამატოთ  ჯგუფები და ქვეჯგუფები.

სასაქონლო ქვეჯგუფის შექმნა დაგეხმარებათ ერთმანეთისგან გააცალკევოთ სხვადასხვა სახის საქონელი, რაც შემდეგში დაგეხმარებათ  მათი მარტივი ფილტრაციისთვის.

 

ქვეჯგუფის დამატება

1. შევდივართ განყოფილებაში ცნობარები

2. ვირჩევთ სასაქონლო სია

3. ვირჩევთ ჯგუფი საქონელი

4. ვაჭერთ ღილაკს ჯგუფის დამატება

5. ვავსებთ ველს ჯგუფის დასახელება

6. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

შენიშვნა: არსებული ჯგუფების რედაქტირება ან წაშლა შეგიძლიათ  რამდენიმენაირად:

1. ვირჩევთ ზედა პანელში არსებულ ღილაკს  რედაქტირება  ან  ღილაკს წაშლა   

2. მაუსის მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფად დაჭერით შეგიძლიათ ფოლდერების რედაქტირება

3. მარჯვენა ღილაკზე დაჭერით კი ჩნდება დამხმარე მენიუ, საიდანაც აირჩევთ სასურველ მოქმედებას

4. რედაქტირების  შემთხვევაში აუცილებლად ვაჭერთ ღილაკს შენახვა

 

საქონლის დამატება

ახალი საქონლის დამატება ხელით

საქონლის დამატება ექსელის ფაილიდან იმპორტით

 

ახალი საქონლის დამატება ხელით

1. ვირჩევთ სასურველ ჯგუფს ან ქვეჯგუფს

2. ვაჭერთ ღილაკს დამატება

3. ვავსებთ ველს დასახელება

4. ველში საზომი ერთეული ვუთითებთ არა შესყიდული საქონლის, არამედ გასაყიდი საქონლის საზომ ერთეულს

შენიშვნა: ახალი საზომი ერთეულის დამატება შესაძლებელია: ცნობარები - საზომი ერთეულები, ვაჭერთ ღილაკს დამატება, ველში დასახელება ვუთითებთ დასახელებას, ვაჭერთ ღილაკს შენახვა

5. ველში საცალო ვუთითებთ საქონლის გასაყიდ საცალო ფასს  

6. გადავდივართ ნაწილში დამატებითი,  რომელსაც ვავსებთ იმ კონკრეტულ შემთხვევაში თუ დღგ-ის განაკვეთი განსხვავებულია, ან ვუთითებთ სხვა დამატებით ინფორმაციას

7. ველი შრიხკოდები  ივსება იმ შემთხვევაში, თუ საქონელს ვყიდით ბარკოდ სკანერით

8. ვაჭერთ ღილაკს შენახვა ან შენახვა და ახალი, ამ შემთხვევაში ავტომატურად ირთვება ახალი ფანჯარა

შენიშვნა: მთლიანი ან სასურველი რაოდენობის საქონლის მოსანიშნად ვიყენებთ კლავიშებს შემდეგი კომბინაციით Ctrl, Shift ან  Crtl +A

 

საქონლის დამატება ექსელის ფაილიდან იმპორტით

ექსელის ფაილში ვამზადებთ სასაქონლო სიას, სადაც მითითებული იქნება შემდეგი სამი ველი: კოდი,  დასახელება,  საცალო

შენიშვნა: აუცილებელია, შევსებული იყოს  ექსელის ფაილის A, B და C სვეტები, ხოლო დასახელება აკრეფილი იყოს Sylfaen ან Calibri ფონტით

1. ვირჩევთ სასურველ ჯგუფს ან ქვეჯგუფს, სადაც ვამატებთ საქონელს

2. ჩამოვშლით ექსელის ღილაკს, ავირჩევთ იმპორტი და მივაბამთ ექსელის ფაილს

3. დავხუროთ გამოტანილი ფანჯარა, სადაც გამოტანილია იმპორტის სია და ნაჩვენებია რომელი საქონელი აიტვირთა და რომელი - არა

4. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

შენიშვნა: მარტივად შეგვიძლია საქონლის მოძრაობა ჯგუფებსა და ქვეჯგუფებს შორის. მოვნიშნავთ საქონლის სასურველ რაოდენობას (როგორც ეს ზემოთ ავხსენით) და მაუსის საშუალებით გადავათრევთ შესაბამის საქაღალდეში