მარაგების აღწერა საწყობში, მარკეტში ან მაღაზიაში შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც შტრიხკოდის სკანერის გამოყენებით, ასევე ხელით. აღწერის შედეგების და პროგრამაში არსებული ნაშთების საფუძველზე, ხორციელდება სხვაობის (ზედმეტობა და ნაკლებობა) ავტომატური განსაზღვრა. პროგრამა ავტომატურად ამზადებს ჩამოსაწერ და საწყის ნაშთად მისაღები პროდუქციის სიებს. შესაძლებელია პარალელურად რამოდენიმე აღწერის შედეგების გაერთიანება.

 

აღწერის ფუნქციონალის გააქტიურება

აღწერის დოკუმენტის შექმნა

მარაგების აღწერა  ხელით, შტრიხკოდის სკანერის გარეშე

მარაგების აღწერა  შტრიხკოდის სკანერის გამოყენებით

აღწერის შედეგების გენერაცია

აღწერების გაერთიანება

გაყიდვების ჩატვირთვა

ნაშთების გასწორება შესრულებით

 

 

აღწერის ფუნქციონალის გააქტიურება

1. მთავარი მენიუდან ვირჩევთ სერვისი - პარამეტრები

2. ვირჩევთ ჩანართს დამატებითი

3. ვრთავთ ალამს მარაგების აღწერა

4. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

 

აღწერის დოკუმენტის შექმნა

1. შევდივართ განყოფილებაში შესყიდვები

2. ვირჩევთ მარაგების აღწერა

3. ველში საწყობი ვირჩევთ იმ მაღაზიას ან საწყობს, სადაც ხორციელდება აღწერა

4. თუ ხორციელდება ერთი კონკრეტული ჯგუფის აღწერა, ველში ჯგუფი ვირჩევთ შესაბამის სასაქონლო სიის ჯგუფს

5. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

 

მარაგების აღწერა  ხელით, შტრიხკოდის სკანერის გარეშე

იმ შემთხვევაში, თუ აღწერა ხორციელდება ხელით, სკანერის გარეშე, საჭიროა ექსელის ფაილის მომზადება შემდეგი სვეტებით: კოდი და რაოდენობა

1. ექსელის ფაილში მოვნიშნოთ კოდის და რაოდენობის მნიშნვნელობები და დავაჭიროთ Ctrl+C

2. გახსნილ აღწერის დოკუმენტში ვაჭერთ ღილაკს ჩასმა

შედეგად აღწერის ფანჯარაში ჩაიტვირთება ექსელიდან აღწერის შედეგად მიღებული რაოდენობები. რაოდენობების ჩასწორება ამ შემთხვევაში ასევე შესაძლებელია რედაქტირებით.

აღწერის ჩატარება შესაძლებელია, ასევე უბრალოდ საქონლის დამატებით და რაოდენობის მითითებით.

 

მარაგების აღწერა  შტრიხკოდის სკანერის გამოყენებით

1. რედაქტირებით ვხსნით წინასწარ შექმნილ აღწერის დოკუმენტს

2. გადავდივართ ჩანართზე აღწერა

3. ვასკანირებთ პროდუქციას

4. ვაჭერთ ღილაკს რაოდენობა და ვუთითებთ საქონლის რაოდენობას. ეს ღილაკი მოქმედებს მხოლოდ ბოლო გატარებულ ოპერაციაზე.

შენიშვნა: თითოეული დასკანირება წარმოდგენილია ცალკე ჩანაწერით. იმ შემთხვევაში, თუ დაასკანირებთ ერთი და იგივე საქონელს რამოდენიმეჯერ, საბოლოო შედეგში რაოდენობა ავტომატურად დაჯამდება

5. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ დასკანირებული ჩანაწერის წაშლა, ვირჩევთ ამ ჩანაწერს და ვაჭერთ ღილაკს წაშლა. ეს ოპერაცია მოქმედებს როგორც ერთ, ასევე რამოდენიმე  არჩეულ ჩანაწერზე

6. თუ სკანერი ვერ კითხულობს შტრიხკოდს, შეიყვანეთ შტრიხკოდი ხელით

7. თუ საქონელს არ გააჩნია შტრიხკოდი, დააჭირეთ ღილაკს დამატება და აირჩიეთ შესაბამისი საქონელი

8. აღწერის დასრულებისას დააჭირეთ ღილაკს შენახვა

 

აღწერის შედეგების გენერაცია

1. დოკუმენტის ძირითად ფანჯარაში ვაჭერთ ღილაკს რაოდენობის გენერაცია

შენიშვნა: აღწერილი რაოდენობის ჩასწორება დაგენერირებულ შედეგებში არის შეზღუდული. რაოდენობის დაკორექტირება შესაძლებელია მხოლოდ აღწერის ფანჯრიდან ჩანაწერის წაშლით ან დამატებით

გენერაციის შედეგად ავტომატურად შეივსება მითითებული ჯგუფის სასაქონლო სიის პროგრამული ნაშთი, აღწერის შედეგის რაოდენობა, რაოდენობრივი სხვაობა და თანხობრივი სხვაობა გასაყიდ ფასებში.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდა წინა თარიღებით ოპერაციების დაკორექტირება, რამაც გამოიწვია პროგრამული ნაშთის ცვლილება, დააჭირეთ ღილაკს ნაშთის განახლება რათა განახლებული ნაშთი აისახოს შედეგებში.

 

აღწერების გაერთიანება

აღწერების გაერთიანება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ აღწერები ტარდებოდა პარალელურად რამოდენიმე კომპიუტერის დახმარებით და შედეგად მიღებულია რამოდენიმე აღწერის დოკუმენტი.

1. შევდივართ აღწერის დოკუმენტში

2. გადავდივართ აღწერის ჩანართზე

3. ვაჭერთ ღილაკს Excel - ექსპორტი და ვინახავთ ფაილში

4. ამ ოპერაციას ვახორციელებთ ყველა აღწერის დოკუმენტისთვის

5. ვქმნით ახალ აღწერის დოკუმენტს

6. ვუთითებთ სრული აღწერის დაწყების და დასრულების თარიღებს, საწყობს და ჯგუფს

7. გადავდივართ აღწერის ჩანართზე

8. ვაჭერთ ღილაკს Excel - იმპორტი და ვირჩევთ დაექსპორტებულ ფაილს.

9. ვახორციელებთ ყველა დაექსპორტებული ფაილის ჩატვირთვას.

10. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

 

გაყიდვების ჩატვირთვა

იმ შემთხვევაში, თუ აღწერასთან ერთად, პარალელურად ტარდებოდა გაყიდვები, საჭიროა გაყიდვების დამატება აღწერაში.

1. შევდივართ აღწერის დოკუმენტში

2. ვამოწმებთ აღწერის დაწყების და დასრულების თარიღებს

3. ვაჭერთ ოპერაციები - გაყიდვებიდან ჩატვირთვა

შენიშვნა: გაყიდვებიდან ჩატვირთვა ხორციელდება მხოლოდ ერთხელ, მეორედ ჩატვირთვა დაუშვებელია. იმისათვის, რომ არ დავკარგოთ ორიგინალი აღწერის დოკუმენტი, სასურველია ახალი აღწერის დოკუმენტის შექმნა, სადაც აღწერის ჩანაწერებს გადავიტანთ Excel->ექსპორტი და იმპორტის საშუალებით (როგორც აღწერების გაერთიანების შემთხვევაში).

ჩატვირთვის შედეგად აღწერის ფანჯარაში ემატება ის გაყიდვები, რომლებიც განხორციელდა აღწერის ძირითადი დაწყების დროის და თითოეული პროდუქტის აღწერის დაწყებამდე.

შენიშვნა: თუ ვიყენებთ გაყიდვებიდან ჩატვირთვის ფუნქციას, აუცილებელია თითოეული პროდუქტის სრულად აღწერა ერთჯერადად.

 

ნაშთების გასწორება შესრულებით

აღწერის შედეგების გენერაციის შემდეგ სხვაობების საფუძველზე შესაძლებელია ზედმეტობის და ნაკლებობის რაოდენობების საწყის ნაშთად აყვანა და რეალიზაცია

1. ვაჭერთ ღილაკს ოპერაციები - შესრულება გაყიდვით

2. გამოდის ორი ფანჯარა, ერთი რეალიზაციის, მეორე საწყისი ნაშთის

3. რეალიზაციის და საწყისი ნაშთის გამოტანილ დოკუმენტებში, გადამოწმების შემდეგ ვაჭერთ ღილაკს შენახვა

შენიშვნა: გაყიდვის და საწყისი ნაშთის მიღების დოკუმენტები შენახვის შემდეგ არ არიან კავშირში  აღწერასთან. თუ განხორციელდა ცვლილებები აღწერის ოპერაციაში, საჭიროა რეალიზაციის და საწყისი ნაშთის ოპერაციის წაშლა და ხელახალი გენერაცია

ნაშთების გასწორება შესაძლებელია, ასევე ჩამოწერის მეთოდით, ამ შემთხვევაში ვიყენებთ ოპერაციას შესრულება ჩამოწერით