მოდული აუდიტი გამოიყენება იმის დასადგენად, შეიცავს თუ არა პროგრამაში გატარებული ინფორმაცია უზუსტობას, და ყველა ასპექტში სწორადაა თუ არა წარმოდგენილი, მონაცემები კომპანიის ფინანსური მდგომარეობის, ფინანსური შედეგებისა და ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ. მოდული აუდიტი საშუალებას იძლევა, მარტივად და დროის მინიმალური დანახარჯებით მოვძებნოთ გაუტარებელი ან პირიქით ზედმეტად გატარებული დოკუმენტები, დავადგინოთ ფიქსირდება თუ არა უარყოფითი ნაშთები სალაროსა და საბანკო ანგარიშებზე, აგრეთვე დებიტორებისა და კრედიტორების წინაშე.
მიღებული ანგარიშ-ფაქტურების შედარება
მიღებული ზედნადებების შედარება
გაცემული ზედნედებების შედარება
კონტრაგენტების დღგ-ს შემოწმება
მიღებული ანგარიშ-ფაქტურების შედარება
მიღებული ანგარიშ-ფაქტურების შედარების ფუნქცია გამოიყენება იმისათვის, რომ გამოვავლინოთ უზუსტობა პროგრამაში დარიცხულ და რს-ზე არსებულ ანგარიშ-ფაქტურებს შორის. დავადგინოთ რს-ზე არსებული ფაქტურებიდან, რომელია დარიცხული პროგრამაში და პირიქით, ბუღალტერიაში არსებულ რომელ ოპერაციაზე არ გვაქვს მიღებული ანგარიშ-ფაქტურა.
ვიღებთ ინფორმაციას სასურველ პერიოდში მიღებული, დარიცხული და დაურიცხავი ანგარიშ-ფაქტურების შესახებ.
მიღებული ზედნადებების შედარება
მიღებული ზედნადებების შედარების ფუნქცია გამოიყენება იმის დასადგენად, რომელი ზედნადები არის რს-ზე და არ არის გატარებული პროგრამაში და პირიქით.
მივიღებთ ქრონოლოგიურად დალაგებულ ინფორმაციას კონკრეტული კონტრაგენტისა და თანხის მიხედვით, რომელ ოპერაციაზეა მიღებული ზედნადები და არ არის ასახული პროგრამაში და პირიქით.
გაცემული ზედნედებების შედარება
მიღებული ზედნადებების შედარების ფუნქცია გამოიყენება იმის დასადგენად, რომელი ზედნადები არის რს-ზე და არ არის გატარებული პროგრამაში და პირიქით.
მივიღებთ ქრონოლოგიურად დალაგებულ ინფორმაციას კონკრეტული კონტრაგენტისა და თანხის მიხედვით, რომელ ოპერაციაზეა გაგზვანილი ზედნადები და არ არის ასახული პროგრამაში და პირიქით.
ფუნქცია შესყიდვის ფასების შედარება გამოიყენება იმისათვის, რომ გავაანალიზოთ შესყიდვის ფასების დინამიკა და დავადგინოთ ზრდის მარჟა.
ვიღებთ ინფორმაციას წინა და მიმდინარე შესყიდვის ფასების, აგრეთვე ფასნამატის სესახებ.
ფუნქცია ფისკალური შედარება გამოიყენება იმისათვის, რომ შევადაროთ რს-ზე არსებული, სალარო აპარატების ფისკალური მაჩვენებლები შევუდაროთ, პროგრამაში არსებულ ჩეკების მონაცემებს და გამოვავლინოთ ცდომილება.
ვიღებთ ინფორმაციას იმის სესახებ, თუ როდის და რომელი აპარატიდან იქნა შეცდომით ამორტყმული ჩეკი. შესაძლებელია ექსელის მეშვეობით დავამუშავოთ და პროგრამაში დავაიმპორტოთ,როგორც ფისკალური ჩეკების, ასევე შეცდომით ამორტყმული ცეკების ფაილი.
ფუნქცია დასრულებული ზედნადებები გამოიყენება იმისათვის, რომ რს-ზე აქტივირებული სტატუსის მქონე ზედნადებები, დარიცხული იყოს FINA-შიც.
ვიღებთ ინფორმაციას იმ ზედნადებების შესახებ, რომლებიც აქტივირებულია რს-ზე და არ არის აქტივირებული პროგრამაში.
ფუნქცია შესყიდვები დღგ-ს შემოწმება გამოიყენება იმის კონტროლისათვის, არიან თუ არა მომწოდებლები დღგ-ს გადამხდელები და შესაბამისად არის თუ არა საქონლისა და მომსახურების მიღების ოპერაციებზე, საჭიროა თუ არა დღგ-ს გამოყოფა (გააქტიურებული თუ არა ალამი თანხები შეიცავენ დღგ-ს).
კონტრაგენტების დღგ-ს შემოწმება
ფუნქცია კონტრაგენტების დღგ-ს შემოწმება გამოიყენება იმის კონტროლისათვის, კონტრაგენტების ჯგუფიდან, რომელიმე მყიდველმა ან მომწოდებელმა, რომლებსაც წარსულში არ იყვნენ დღგ-ს გადამხდელნი, შეიცვალეს თუ არა სტატუსი.
ვიღებთ ინფორმაციას კონტრაგენტების სტატუსების შესახებ და თუ რომელიმემ საანალიზო პერიოდში გახდა დღგ-ს გადამხდელი, ცნობარებიდან ვუაქტიურებთ დღგ-ს გადამხდელის სტატუსს და ვუთითებთ დღგ-ს გადამხდელად დადგომის ზუსტ თარიღს.
ფუნქცია გამოიყენება იმისათვის, რომ ერთმანეთს შევუდაროთ მომწოდებლებისგან მიღებული საქონლისა და მომსახურების ღირებულება და მის სანაცვლოდ გადახდილი თანხების დარიცხვა, გამოვავლინოთ მომოწდებლებთა არსებული დავალიანება თვის ჭრილში ან პირიქით, ზედმეტად გადახდილი თანხები.
ფუნქცია უსაბუთო შესყიდვა გამოიყენება ბუღალტრულ ოპერაციებზე დოკუმენტების არსებობის ნამდვილობის დასადგენად.
ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ვიღებთ ოპერაციებს, რომლებზეც არ ფიქსირდება დოკუმენტები და შესაძლებელია ხარვეზის აღმოფხვრაც.
ფუნქცია კრედიტორების უარყოფით ნაშთი გამოიყენება კრედიტორების დავალიანების კონტროლისათვის.
ვიღებთ ინფორმაციას კრედიტორებთან არსებული დავალიანების შესახებ, კონკრეტული თარიღებისათვის.
ფუნქცია დებიტორების უარყოფით ნაშთი გამოიყენება დებიტორების დავალიანების კონტროლისათვის.
ვიღებთ ინფორმაციას დებიტორებთან არსებული დავალიანების შესახებ, კონკრეტული თარიღებისათვის.
ფუნქცია სალაროს უარყოფითი ნაშთი გამოიყენება, სალაროში არსებული ნაშთების კონტროლისათვის. პროგრამა შესაძლებლბას იძლევა დავადგინოთ მომენტი, როდესაც სალაროში წარმოიქმნა უარყოფითი ნაშთი, დავადგინოთ მიზეზი და აღმოვფხრათ პრობლემა
ფუნქცია ბანკის უარყოფითი ნაშთი გამოიყენება , საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების კონტროლისათვის.პროგრამა შესაძლებლობას იძლევა დავდგინოთ მომენტი, როდესაც ბუღალტერიაში საბანკო ანგარიშებზე წარმოიქმნა უარყოფითი ნაშთი.