„დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონის შესაბამისად FINA ბუღალტერიაში დაინერგა პენსიის გადასახადის დასარიცხი თანხის ავტომატური გამოთვლის შესაძლებლობა.

პენსიის დარიცხვის გააქტიურება თანამშრომელზე

პენსიის დარიცხვის ანგარიშის გაწყობა

საპენსიო გადასახადის გამოთვლა ხელფასის დარიცხვის ოპერაციაში

ფიზიკური პირისგან მიღებულ მომსაურებაში საპენსიო დარიცხვა

საპენსიო დეკლარაციის შევსების დეტალური მაგალითი

 

 

 

პენსიის დარიცხვის გააქტიურება თანამშრომელზე

1. მთავარი მენიუდან ვირჩევთ ცნობარები

2. ვაჭერთ თანამშრომლები,  ვხსნით კონკრეტულ თანამშრომელს რედაქტირებით , დამატებით ჩანართში ვრთავთ  ალამს პენსია

3. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

 

 

პენსიის დარიცხვის ანგარიშის გაწყობა

1.მართვის პანელიდან ვირჩევთ სერვისი , ვაჭერთ პარამეტრები და გადავდივართ ჩანართში სხვა , სადაც გაწერილია საპერნსიო ხარჯის სტანტარტული ანგარიში : 7415 . შესაძლებელია ანგარიშის შეცვლა.

 

 

საპენსიო გადასახადის გამოთვლა ხელფასის დარიცხვის ოპერაციაში

იმ შემთხვევაში , თუ თანამშრომელს  ჩართული აქვს '' პენსია '', ხელფასის დარიცხვის ოპერაციაში ავტომატურად გამოითვლება საპენსიო განაკვეთი , რომლის ერთ ნაწილს იხდის კომპანია, მეორე ნაწილს თანამშრომელი.

 

 

ფიზიკური პირისგან მიღებულ მომსახურებაში საპენსიო დარიცხვა

თუ ფიზიკური პირი გვიწევს მომსახურებას, შეგვიძლია დავარიცხოთ საპენსიო ხარჯი, რომლის ერთ ნაწილს იხდის კომპანია, მეორე ნაწილს მომწოდებელი ფიზიკური პირი.

1. მართვის პანელიდან ვირჩევთ შესყიდვები , ვაჭერთ საპენსიო დარიცხვა

2. ვნიშნავთ ოპერაციის თარიღს, ვირჩევთ მომწოდებელს

3. ვწერთ კომპანიის და მომწოდებლის თანხას

4. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

 

 

საპენსიო დეკლარაციის შევსების დეტალური მაგალითი:

მოცემულობა: დასაქმებულის ხელფასი არის 1,000 ლარი. დამსაქმებელი დამატებით სარგებლად აძლევს დარიცხულ 100 ლარს საწვავისთვს და ასევე, უფინანსებს ტრენინგს 100 ლარის ოდენობით (არაფულადი სარგებელი). ასევე დასაქმებულმა ბუღალტერს მისცა დავალება, მისი ხელფასიდან ყოველთვიურად ავტომატურად დააკავოს თანხა 50 ლარის ოდენობით (სხვა დაკავებული თანხა) და გადარიცხოს სადაზღვევო კომპანიაში.

ზემოაღნიშნული მაგალითის საფუძველზე საპენსიო შენატანის გამოსათვლელი საბაზისო თანხა დადგინდება შემდეგნაირად: 1000 ლარი (ხელფასი) + 100 ლარი (დამატებითი სარგებელი) + 100 ლარი (არაფულადი სარგებელი) = 1200 ლარი. დასაქმებულის საპენსიო შენატანი წარმოადგენს 1200 ლარის 2 პროცენტს, ანუ 24 ლარს. დამსაქმებლის საპენსიო შენატანი დასაქმებულის სასარგებლოდ შეადგენს 24 ლარს. სახელმწიფოს საპენსიო შენატანი დასაქმებულის სასარგებლოდ შეადგენს, ასევე 24 ლარს. ჯამში, დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე განთავსდება 72 ლარი.

საშემოსავლო გადასახადი დასაქმებულის ხელფასიდან გამოითვლება მხოლოდ საპენსიო შენატანის გამოკლების შემდეგ და შესაბამისად შეადგენს საპენსიო შენატანის გამოსათვლელი ბაზის და დასაქმებულის სახელით განხორციელებული საპენსიო შენატანის სხვაობის 20 პროცენტს, რაც ციფრებში გამოიხატება შემდეგნაირად: (1200-24)*20% = 235.20 ლარი. შესაბამისად, დასაქმებულის ხელზე ასაღები თანხა გამოითვლება შემდეგნაირად: 1100-24-235.20-50=790.80.