პოკეტით მუშაობისთვის დისტრიბუტორს წინასწარ უნდა შევუქმნათ მომხმარებელი და გავუწეროთ პრივილეგიები

1. შევდივართ განყოფილებაში ცნობარები

2. ვირჩევთ მომხმარებლები

3. ვირჩევთ ჯგუფს მოლარეები

4. ვაჭერთ ღილაკს დამატება

5. ველებში სახელი და გვარი ვუთითებთ პრისეილერის მონაცემებს

6. ველებში შესვლის სახელი და პაროლი ვუთითებთ პოკეტის მომხმარებლის შესვლის სახელს და პაროლს

7. ველში თანამშრომლები ვირჩევთ შესაბამის თანამშრომელს

8. გადავდივართ მენიუში პრივილეგიები

9. ვირჩევთ ჯგუფს დისტრიბუტორი

10. სვეტში დისტრიბუტორის პრივილეგიები ალმით მოვნიშნოთ ის ფუნქციები, რითაც გვინდა რომ ისარგებლოს დისტრიბუტორმა

11. ველში ბორტი ვირჩევთ შესაბამის ბორტს

12. ველში მთავარი საწყობი ვირჩევთ საწყობს, საიდანაც დაიტვირთა ბორტი

13. ველში დაბრუნების საწყობი ვირჩევთ საწყობს, სადაც ბრუნდება ბორტის ნაშთი

14. ველში სალარო ვირჩევთ, სალაროს რომელსაც მიეკუთვნება ბორტი

15. ველში საქონლის ჯგუფი ვირჩევთ საქონლის ჯგუფს

16. ველში ფასის ტიპები ვირჩევთ გასაყიდი ფასის ტიპს

17. ვაჭერთ ღილაკს შენახვა