თუ საქონელს ან მომსახურებას ვყიდით განვადებით, შესაძლებელია გაყიდვის ხელშეკრულების პროგრამაში დამატება

1. შევდივართ განყოფილებაში გაყიდვები

2. ვირჩევთ გაყიდვის ხელშეკრულება

3. ვაჭერთ ღილაკს დამატება

4. ველში თარიღი ვუთითებთ გაყიდვის თარიღს

5. ველში დამთ. თარიღი ვუთითებთ მყიდველის გადახდის დასრულების თარიღს

6. ველი შინაარსი ივსება ავტომატურად, ნუმერაციის მიხედვით

7. ველში მყიდველი ვირჩევთ შესაბამის მყიდველს

8. ველში სახეობა ვირჩევთ შესაბამის სახეობას

9. ველში თანხა ვუთითებთ გაყიდვის თანხას

10. მყიდველის გადახდის დღის შეხსენებისთვის შესაძლებელია ალმით მოვნიშნოთ ველი  შეხსენება

11. გადავდივართ მენიუში სია

12. ვაჭერთ ღილაკს დამატება

13. ვამატებთ გაყიდულ საქონელს ან მომსახურებას

14. გადავდივართ მენიუში გადახდები

შენიშვნა: გადახდების მიღება შეიძლება განვახორციელოთ, როგორც მოქნილი, ასევე კონკრეტული გრაფიკით

15. ვაჭერთ ღილაკს დამატება

16 ვავსებთ მოცემულ ველებს

17. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

ამ მეთოდს იყენებენ მყიდველის  მიერ, არათანაბარი გადახდების შემთხვევაში

18. თუ დავაჭერთ ღილაკს გენერაცია პროგრამა წამოიღებს მყიდველისგან მისაღებ თანხას

19. მოცემული ველების შევსებით, შეგიძლიათ მყიდველისთვის შექმნათ გადახდის ზუსტი გრაფიკი

20. გრაფიკის შესანახად, ვაჭერთ ღილაკს გენერაცია

21. დამატებითი მონაცემების დასამატებლად შევდივართ მენიუში ოპერაციები

22. ვირჩევთ დამატებითი პარამეტრები

23. ვაჭერთ ღილაკს დამატება

24. ვავსებთ ველს დასახელება

25. ვრთავთ ალამს ველში გამოჩნდეს ცხრილში და ვაჭერთ ღილაკს შენახვა

26. ხელშეკრულების დასასრულებლად ვაჭერთ ღილაკს შენახვა