ბრუნვით უწყისში წარმოდგენილია ბრუნვები და არსებული ნაშთები ანგარიშთა გეგმის მიხედვით.

ბრუნვითი უწყისის გამოტანა შესაძლებელია სხვადასხვა ვალუტაში. ამისთვის ვირჩევთ ზედა პანელში შესაბამის ვალუტას. ეროვნული ვალუტის შემთხვევაში ანგარიშდება ნაერთი მნიშვნელობები.

მრავალი პროექტების გამოყენების შემთხვევაში ბრუნვითი უწყისის გამოტანა შესაძლებელია როგორც ყველა პროექტის, ასევე ცალკე თითოეული პროექტის მიხედვით. ამისათვის ზედა პანელში ვირჩევთ შესაბამის პროექტს.

 

6110 ჩაშლილი

რაოდენობრივი ბრუნვების გამოჩენა

ანგარიშების ჯამის დაანგარიშება

ანგარიშების ჩაშლის გამოჩენა

ანგარიშების ანალიზი

დაკავშირებული ანგარიშების გამოჩენა

გატარებების დეტალური ანალიზი

 

6110 ჩაშლილი

ბრუნვით უწყისში 6110 ანგარიშზე სტანდარტულად ჩანს დაჯამებული ბრუნვები რეალიზაციის 0-18%-იანი ბრუნვებისათვის, აგრეთვე მომსახურების ჯამური ბრუნვა. თუ ავირჩევთ ფუნქციას 6110-ზე ჩაშლილი, შეგვიძლია დავინახოთ ჩაშლილი ბრუნვები სასაქონლო ჯგუფებისა და მომსახურების ცალკეული ტიპებისათვის.

 

რაოდენობრივი ბრუნვების გამოჩენა

ბრუნვით უწყისში სტანდარტულად მოცემულია თანხობრივი ბრუნვები. თუ პარამეტრების ნაწილიდან ავირჩევთ ფუნქციას რაოდენობრივი ბრუნვები, შეგვიძლია დავინახოთ არა მხოლოდ თანხობრივი არამედ რაოდენობრივი ბრუნვები.

პარამეტრების ნაწილიდან ფუნქციის პირველი დონის გამოჩენა არჩევით, გამოგვიჩნდება მხოლოდ მთავარი ანგარიშები.

 

ანგარიშების ჯამის დაანგარიშება

იმისათვის რომ დავიანგარიშოთ რამოდენიმე  ანგარიშის ბრუნვათა   და ამ ანგარიშებზე არსებული ნაშთების ჯამი, გამოიყენება ანგარიშების ჯამის ფუნქცია.

  1. შევდივართ განყოფილებაში ანგარიშგებები;
  2. გადავდივართ ნაწილში ბუღალტერია  და ვირჩევთ ბრუნვით უწყისს;
  3. ღილაკზე Ctrl დაკლიკვით ვნიშნავთ ჩვენთვის სასურველ ანგარიშებს;
  4. მარჯვენა ღილაკით ჩამოვშლით მენიუს და ვირჩევთ ჯამს;

ვიღებთ ინფორმაციას არჩეულ ანგარიშებზე, პერიოდის ჭრილში არსებული საწყისი ნაშთების, იმავე პერიოდში არსებული ბრუნვისა და საბოლოო ნაშთების შესახებ.

 

ანგარიშების ჩაშლის გამოჩენა

ანგარიშების ჩაშლა გამოიყენება ბრუნვით უწყისში ანგარიშების ჩაშლის დონეების კონტროლისათვის. სტანდარტულად ბრუნვით უწყისში ჩანს მთავარი ანგარიშები, ანგარიშების ჩაშლის ფუნქცია გამოიყენება ქვე-ანგარიშების გამოსაჩენად.

  1. შევდივართ განყოფილებაში ანგარიშგებები;
  2. გადავდივართ ნაწილში ბუღალტერია და ვხსნით ბრუნვით უწყისს;
  3. ვირჩევთ რომელიმე ანგარიშს და ვაჭერთ მარჯვენა ღილაკს;
  4. ჩამოშლილი მენიუდან ვირჩევთ ანგარიშების ჩაშლას;
  5. ველში ჩაშლის დონე ვუთითებთ ანგარიშის ჩაშლის დონეს და ვაჭერთ ღილაკს შენახვა;
  6. ანგარიშების ჩაშლის საწყის დონეზე დასაბრუნებლად, კვლავ მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით ვირჩევთ ანგარიშების ჩაშლას;
  7. ველში ჩაშლის დონე ავტომატურად მითითებულია ციფრი 0;
  8. ბრძანების შესასრულებლად ვაჭერთ ღილაკს შენხვა;

 

ანგარიშების ანალიზი

ანგარიშების ანალიზი გამოიყენება ამა თუ იმ ქვე-ანგარიშის სხვა ანგარიშებთან მიმართების ანალიზისათვის. ეს ფუნქცია თარიღების მიხედვით აანალიზებს არჩეულ ქვე-ანგარიშზე არსებულ დებეტურ და კრედიტულ ბრუნვას და მის მიმართებას მაკორესპოდენტებელ  ანგარიშებთან. აღნიშნული ფუნქცია გვჩვენებს მხოლოდ თანხობრივ ბრუნვებს.

  1. შევდივართ განყოფილებაში ანგარიშგებები;
  2. გადავდივართ ნაწილში ბუღალტერია და ვხსნით ბრუნვით უწყისს;
  3. ვირჩევთ რომელიმე ქვე-ანგარიშს;
  4. ვარჭერთ მარჯვენა ღილაკს;
  5. ჩამოშლილი მენიუდან ვირჩევთ ფუნქციას ანგარიშების ანალიზი;
  6. გამოსულ ანალიზის ფანჯარაში ვირჩევთ სასურველ:პერიოდს,ვალუტასა და პროექტს (თუ ასეთი რამდენიმე არსებობს), ვაჭერთ ღილაკს განახლება და ვიღებთ სასურველ ინფორმაციას;

 

დაკავშირებული ანგარიშების გამოჩენა

დაკავშირებული ანგარიშები ანგარიშების ანალიზის მსგავსად გამოიყენება ურთიერთდაკავშირებული ანგარიშების სანახავად. იმ განხსვავებით, რომ ამ შემთხვევაში გვიჩანს არა მხოლოდ თანხობრივი, არამედ რაოდენობრივი მიმართებაც. აგრეთვე შესაძლებელია დაკავშირებული ანგარიშების დეტალური ჩაშლა და თითოეული ანგარიშის ბარათის ნახვა.

  1. შევდივართ განყოფილებაში ანგარიშგებები;
  2. გადავივართ ნაწილში ბუღალტერია და ვხსნით ბრუნვით უწყისს;
  3. ვდგებით შესაბამის ქვე-ანგარიშზე და ვაჭერთ მარჯვენა ღილაკს;
  4. ჩამოშლილი მენიუდან ვირჩევთ დაკავშირებულ ანგარიშებს;
  5. გამოსულ ფანჯარაში ვნიშნავთ; პერიოდს,ვალუტასა და პროექტს(თუ ასეთი რამდენიმე არსებობს)  და განახლების ღილაკზე დაწკაპუნებით ვიღებთ სასურველ ინფორმაციას;
  6. მარცხენა ზედა კუთხეში პარამეტრების განყოფილებაზე დაწკაპუნებით შესაძლებელია რაოდენობრივი ბრუნვების დამალვა ან გამოჩენა.

 

 

გატარებების დეტალური ანალიზი

გატარებები დეტალურად გამოიყენება ამ თუ იმ ქვე-ანგარიშზე განხორციელებული გატარებების დეტალური ანალიზისათვის. ეს ფუნქცია მომხმარებელს წარმოუდგენს: თარიღების მიხედვით ქრონოლოგიურად დალაგებულ ინფორმაციას, არჩეულ ქვე-ანგარიშზე არსებული გატარებების, გატარების დანიშნულების,მაკორექტირებელი ანგარიშებისა, თანხობრივი და რაოდენობრივი ბრუნვებისა და ნაშთების შესახებ.

  1. შევდივართ განყოფილებაში ანგარიშგებები;
  2. გადავდივართ ნაწილში ბუღალტერია და ვხსნით ბრუნვით უწყისს;
  3. ვდგებით სასურველ ქვე-ანგარიშზე და მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით ჩამოვშლით მენიუს;
  4. ვირჩევთ ფუნქციას გატარებები დეტალურად;
  5. ანალიზის ფანჯარაში ვუთითებთ სასურველ: პერიოდს, ვალუტასა და პროექტს, განახლების ღილაკზე დაწკაპუნებით ვიღებთ სასურველ ინფორმაციას;
  6. რამდენიმე გატარებას მონიშვნითა და მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით შესაძლებელია, მათი ჯამური თანხობრივი და რაოდენობრივი ბრუნვის გამოტანა.
  7. კონკრეტული გატარების დეტალური დათვალიერება შესაძლებელია მაუსზე ორჯერ დაკლიკვით;