ანალიზური კოდების მართვა გამოიყენება იმისათვის, რომ შეძლოთ ფულადი ნაკადების მოძრაობის აღრიცხვა და ანგარიშგებების განყოფილებაში ფულის მოძრაობის უწყისის და ფულის მოძრაობის ჟურნალის გამართვა.

 

 ანალიზური კოდებით აღრიცხვის ფუნქციის აქტივაცია

ანალიზური კოდების მუხლების გაწყობა

ანალიზური კოდების მინიჭება ოპერაციებისათვის

ანალიზური კოდების მინიჭება კონტრაგენტებისათვის

ანალიზური კოდების მინიჭება თანამშრომლებისათვის

ანალიზური კოდის მინიჭება მიღებული სესხებისათვის

ანალიზური კოდების მინიჭება გაცემული სესხებისათვის

საცალო გაყიდვებისათვის ანალიზური კოდების მინიჭება

ოპერაციისათვის რამდენიმე ანალიზური კოდის მინიჭება

ფულის მოძრაობის უწყისი

ფულის მოძრაობის ჟურნალი

 

 

ანალიზური კოდებით აღრიცხვის ფუნქციის აქტივაცია

 

იმისათვის რომ, შეძლოთ ანალიზური კოდებით აღრიცხვის ფუნქციის აქტივაცია და გამოყენება:

  1. გადავდივართ განყოფილებაში პარამეტრები;
  2. გადავდივართ ჩანართზე დამატებითი;
  3. ვააქტიურებთ ველს ანალიზური კოდით აღრიცხვა;
  4. ვაჭერთ ღილაკს შენახვა;

 

 

ანალიზური კოდების მუხლების გაწყობა

 

ანალიზური კოდების მუხლების გაწყობა ხდება იმისათვის, რომ შეძლოთ მათი მინიჭება თანხების გადარიცხვისა და ჩარიცხვის კონკრეტული ოპერაციებისათვის.

  1. გადავდივართ განყოფილებაში ცნობარები;
  2. გადავდივართ ნაწილში დამატებითი;
  3. გადავდივართ ჩანართზე ანალიზური აღრიცხვის კოდები;
  4. ვდგებით შესაბამის ჯგუფზე ან ქვე-ჯგუფზე ან ვამატებთ ჩვენთვის სასურველ ანალიზურ კოდს;
  5. მარცხენა ზედა კუთხეში ღილაკზე დამატება დაწკაპუნებით ვამატებთ ახალ ანალიზური აღრიცხვის კოდს;
  6. ველში ჯგუფი ვუთითებთ შესაბამის ჯგუფს ან ქვე-ჯგუფს;
  7. ველში დასახელება ვუთითებთ ახალი ანალიზური კოდის დასახელებას;
  8. ვაჭერთ ღილაკს შენახვა;

 

 

ანალიზური კოდების მინიჭება ოპერაციებისათვის

 

ანალიზური კოდების სისტემის გაააქტიურებისა და მისი მუხლების გაწყობის შემდეგ,  საჭიროა კოდები მივანიჭოთ კონკრეტულ ოპერაციებს.

 

 

ნალიზური კოდების მინიჭება კონტრაგენტებისათვის

 

კონტრაგენტების ჯგუფიდან ხდება ანალიზური კოდების მინიჭება: მომწოდებლების, მყიდველებისა და პარტნიორების ჯგუფებისათვის, ამისათვის:

  1. გადავდივართ განყოფილებაში ცნობარები;
  2. ნაწილიდან ძირითადი, ვირჩევთ ჩანართს კონტრაგენტები;
  3. ვდგებით შესაბამის ჯგუფზე და ღილაკზე რედაქტირება დაჭერით გამოგვაქვს ანალიზური კოდების მინიჭების ფანჯარა;
  4. სვეტში ანალიზური კოდი ფანჯარაზე   დაჭერით ვხსნით ანალიზური კოდების ჩამონათვალს და ვანიჭებთ შესაბამისს;
  5. ვაჭერთ ღილაკს შენახვა;

იგივეს ვიმეორებთ მყიდველებისა და პარტნიორების ჯგუფებისათვის.

 

 

ანალიზური კოდების მინიჭება თანამშრომლებისათვის

 

  1. გადავდივართ განყოფილებაში ცნობარები;
  2. ნაწილიდან ძირითადი, ვირჩევთ ჩანართს თანამშრომლები;
  3. ვდგებით ჯგუფზე თანამშრომლები და ღილაკზე რედაქტირება დაჭერით ვანიჭებთ ანალიზურ კოდს;
  4. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

 

 

 

ანალიზური კოდის მინიჭება მიღებული სესხებისათვის

 

ფუნქცია გამოიყენება სესხის მიღებისა და გაცემის, ძირისა და პროცენტის დაფარვის ოპერაციებისათვის ანალიზური კოდების მისანიჭებლად.

  1. გადავდივართ განყოფილებაში ცნობარები;
  2. ნაწილიდან დამატებით, ვირჩევთ ჩანართს მიღებული სესხები, იმის მიხედვით, თუ რომელს ვანიჭებთ ანალიზურ კოდს;
  3. დგებით ჯგუფზე თანამშრომლები და ღილაკზე რედაქტირება დაჭერით გამოსულ ფანჯარაში  ვანიჭებთ ანალიზურ კოდს;
  4. ვაჭერთ ღილაკს შენახვა;

 

 

ანალიზური კოდების მინიჭება გაცემული სესხებისათვის

 

ფუნქცია გამოიყენება თანამშრომლებზე, ორგანიზაციებსა და პარტნიორებზე გაცემული სესხების, მისი ძირისა და პროცენტების დაფარვის ოპერაციებისათვის ანალიზური კოდების მისანიჭებლად.

  1. გადავდივართ განყოფილებაში ცნობარები;
  2. ნაწილიდან დამატებითი, ვირჩევთ ჩანართს გაცემული სესხები, იმის მიხედვით, თუ რომელს ვანიჭებთ ანალიზურ კოდს;
  3. დგებით ჯგუფებიდან სასურველზე: პარტნიორები, თანამშრომლები ან ორგანიზაციები  და ღილაკზე რედაქტირება დაჭერით გამოსულ ფანჯარაში, ვანიჭებთ ანალიზურ კოდს;
  4. ვაჭერთ ღილაკს შენახვა;

 

 

საცალო გაყიდვებისათვის ანალიზური კოდების მინიჭება

 

საცალო გაყიდვების შემთხვევაში არ ხდება კონტრაგენტის მითითება, შესაბამისად შეუძლებელია კონტრაგენტების ჯგუფზე მინიჭებული ანალიზური კოდების  ავტომატურად ასახვა საცალო გაყიდვის ოპერაციისათვის. იმისათვის რომ, საცალო გაყიდვების ოპერაციას ავტომატურად მიენიჭოს ანალიზური კოდი:

  1. გადავიდავრთ ნაწილში პარამეტრები;
  2. გადავდივართ ნაწილშო კონფიგურატორი;
  3. გადავდივართ ჩანართზე ანალიზური კოდები;
  4. ფანჯრის ზედა ნაწილში ბრძანებაზე საცალო გაყიდვები დაჭერით ვანიჭებთ ანალიზურ კოდს;

სერვისის განყოფილების ჩანართიდან კონფიგურატორი, ხდება აგრეთვე ანალიზური კოდების მინიჭება საბიუჯეტო გადასახადებისა და საბანკო ოპერაციებისათვის.

 

 

ოპერაციისათვის რამდენიმე ანალიზური კოდის მინიჭება

 

თუ  ერთი და იგივე ოპერაცია რამდენიმე მიმართულებით იწვევს ფულადი ნაკადების მოძრაობას და საჭიროა ერთზე მეტი ანალიზური კოდის მინიჭება. ცნობარებიდან ოპერაციას ვანიჭებთ საჭირო რაოდენობის ანალიზურ კოდს, ხოლო უშუალოდ ოპერაციის განხორციელებისას ანალიზური კოდების ველში, თანხებს შესაბამისი კოდების მიხედვით. ხოლო თანხის ველში, ჯამურ თანხას.

 

 

 

ფულის მოძრაობის უწყისი

 

ანალიზური კოდების მინიჭების საფუძველზე ანგარიშგებების ნაწილში ავტომატურად დგება ფულის მოძრაობის უწყისი, რომლის საფუძველზეც ვიღებთ ინფორმაციას საოპერაციო, ფინანსური და საინვესტიციო საქმიანობების მიხედვით არსებული ფულადი შემოსავლებისა და გასავლების, აგრეთვე პერიოდის ჭრილში ფულადი ნაკადების წმინდა ზრდის/შემცირებისა და ფულადი სახსრების საბოლოო ნაშთების შესახებ.

  1. გადავდივართ ნაწილში ანგარიშგებები;
  2. გადავდივართ ნაწილში ბუღალტერია;
  3. ვირჩევთ რეპორტს ფულის მოძრაობა;
  4. ვუთითებთ სასურველ პერიოდს და პროექტს. აგრეთვე ოპერაციებს სახეობას, რომლისთვისაც გვსურს ფულადი ნაკადების მოძრაობის ამსახველი რეპორტის მიღება: ყველა, საბანკო ან სალარო;
  5. ვაჭერთ ღილაკს განახლება;

 

 

ფულის მოძრაობის ჟურნალი

 

ფულის მოძრაობის ჟურნალი გახლავთ რეპორტი ანგარიშგებების ნაწილში, რომელშიც მოცემულია ფულადი შემოსავლები და გასავლები პერიოდის ჭრილში. აქვეა შესაძლებელი დავინახოთ ის ოპერაციები, რომლებისთვისაც არ არის ანალიზური კოდები მინიჭებული და შესაძლებელია მათი მინიჭება.

  1. გადავდივართ ნაწილში ანგარიშგებები;
  2. გადადვივართ ნაწილში ბუღალტერია;
  3. გადავდივართ რეპორტზე ფულის მოძრაობის ჟურნალი;
  4. ვნიშნავთ შესაბამის პერიოდს და ვაჭერთ ღილაკს განახლება;