პრივილეგიებიდან შესაძლებელია მომხმარებლისთვის კონკრეტული ფუნქციის ჩართვა ან გამორთვა 

1. შევდივართ განყოფილებაში ცნობარები

2. ვირჩევთ მომხმარებლები

3. ვირჩევთ სასურველ ჯგუფს

4. მაუსის ორჯერ დაკლიკვით ვხსნით კონკრეტულ თანამშრომელს

5. გადავდივართ მენიუზე პრივილეგიები

6. ჯგუფში ოპერაციები, თუ მთავარი სათაურის გასწვრივ ჩავურთავთ ალამს, მოინიშნება იმ ჯგუფის ყველა ფუნქცია, სხვა შემთხვევაში შესაძლებელია კონკრეტული ფუნქციების ჩართვა

7. ჯგუფში საწყობები, სალაროები, ფასების სახეობები, მომხმარებლები,  შესაძლებელია მოვნიშნოთ ის ფუნქციები, რომელიც გვინდა რომ გამოუჩნდეს კონკრეტულ მომხმარებელს

8. ჯგუფში ჟურნალები და ანგარიშგებები შესაძლებელია მოვნიშნოთ მთლიანი ჯგუფი ან კონკრეტული ფუნქციები, რომლის დათვალიერების საშუალებაც ექნება კონკრეტულ მომხმარებელს

9. ვირჩევთ ჯგუფს მოლარე

სვეტში მოლარის პანელი ვნიშნავთ იმ ფუნქციებს,  რომლის გამოყენების საშუალებაც ექნება მოლარეს

შესაძლებელია ავირჩიოთ გასაყიდი ფასისა და ანგარიშსწორების ტიპი

ველში ფასდაკლება მაქს. (%) შესაძლებელია მივუთითოთ პროცენტული მაჩვენებელი

10. ჯგუფებში დამატებითი პრივილეგიები, სასაქონლო სიის ჯგუფები, კონტრაგენტების ჯგუფები, დამატებითი ოპერაციები შესაძლებელია ჩავურთოთ ან ამოვურთოთ ალამი კონკრეტულ ფუნქციას

11. ვაჭერთ ღილაკს შენახვა