1. შევდივართ განყოფილებაში ცნობარები

2. ვირჩევთ თანამშრომლები

3. ვაჭერთ ღილაკს დამატება

4. ვავსებთ აუცილებელ ველებს: სახელი გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მისამართი, ქვეყანა, ტელეფონი

5. გადავდივართ მენიუში დამატებითი

6. ველში საშემოსავლოს მინ. თანხა ვუთითებთ იმ თანხას, რის შემდეგაც დაიბეგრება დარიცხული ხელფასი

შენიშვნა: ეს ველი ეხება მათ, ვინც სარგებლობს საშეღავათო მინიმუმით

7. გადავდივართ მენიუში თანამდებობები, რომლის შევსებაც სავალდებულოა

8. ვაჭერთ ღილაკს დამატება

9. ვავსებთ ველს დანიშვნის თარიღი

10. ველში თანამდებობა ვუთითებთ თანამდებობას

11. ვავსებთ ველს დარიცხული ხელფასი (საშემოსავლოს ჩათვლით)

12. თუ თანამშრომელს ხელფასი აქვს გამომუშავებით, ვრთავთ ალამს  ხელფასი გამომუშავებით და  ვავსებთ ველებს შესაბამისი მონაცემებით

13. თუ თანამშრომელს აქვს დაზღვევა ვრთავთ ალამს და ვავსებთ ველებს კომპანიის დაზღვევა, პირადი დაზღვევა ან ორივეს ერთად

14. თუ თანამშრომელი გაყიდვებიდან იღებს პროცენტს, ვრთავთ ალამს და ვუთითებთ შესაბამის საპროცენტო განაკვეთს

15. გადავდივართ მენიუში სამუშაო განრიგი, სადაც შეგვიძლია დავამატოთ კონკრეტული სამუშაო დღეები და საათები

14. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

15. გადავდივართ მენიუში ანგარიშები

16. ვაჭერთ ღილაკს დამატება

17. ველში ბანკი ვუთითებთ ბანკს, სადაც ერიცხება თანამშრომელს ხელფასი

18. ველში ვალუტა ვირჩევთ შესაბამის ვალუტას

19. ველში ანგარიში ვუთითებთ ბანკის ანგარიშის ნომერს

20. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

21. გადავდივართ მენიუში მომსახურება, სადაც შეგვიძლია კონკრეტული თანამშრომელი დავუკავშიროთ  რომელიმე მომსახურებას

22. ვაჭერთ ღილაკს დამატება და ვირჩევთ ერთ-ერთს

23. სვეტში დარიცხვის მეთოდი  ვუთითებთ რომელიმეს, პროცენტულად ან თანხობრივად

24. სვეტში მნიშვნელობა ვუთითებთ რიცხვს, დარიცხვის მეთოდის შესაბამისად

25. ვაჭერთ ღილაკს შენახვა

26. გადავდივართ მენიუში საწყობი, საიდანაც შეგვიძლია კონკრეტული თანამშრომელი დავუკავშიროთ რომელიმე საწყობს ან მაღაზიას

27. ვაჭერთ ღილაკს დამატება

28. ვირჩევთ შესაბამის საწყობს ან მაღაზიას

29. ვაჭერთ ღილაკს შენახვა